ავტორების სია » გრიგოლ აბაშიძედაიბადა : 19.07.1914 წ გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე (დაბ. 19 ივლისი /1 აგვისტო, 1914, სოფ. ზედა რგანი, ჭიათურის რაიონი - გარდ. 29 ივლისი, 1994, თბილისი), ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. გრიგოლ აბაშიძე დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). იყო ჟურნალების "ნიანგის", "დროშისა" და "მნათობის" რედაქტორი. 1967 წელს გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წელს - თავმჯდომარე. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა: "სამხრეთის საზღვარზე" (1949), "ლენინი სამგორში" (1950, ორივე ციკლისთვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია, 1951), "თუნდ დავიარო მთელი სამყარო" (1959), რომლებშიც მოქალაქეობრივი პოეზიის პათოსი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან. ნაწარმოებები : რომანი : ლაშარელა ცოტნე დადიანი დიდი ღამე ლექსი : ამ სოფლის წესი ფიქრები საქართველოს რუკაზე ოდა თავისუფლებას ბმულები : |

Loading
