Loading



ავტორების სია » ჯორჯ ბაირონი


დაიბადა : 22.01.1788 წ
გარდაიცვალა : 19.04.1824 წ

ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი (22 იანვარი, 1788, ლონდონი - † 19 აპრილი, 1824, მისოლუნგი, საბერძნეთი), ინგლისელი პოეტი. დაიბადა გაღარიბებული დიდგვაროვანი არისტოკრატის ოჯახში. სწავლობდა ჰაროუს არისტოკრატიულ სკოლაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. ბაირონის ლექსების პირველი კრებული "მოცალეობის საათები" 1807 გამოვიდა. სატირაში "ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველნი" (1809) დაგმო ინგლისის რომანტიკოსთა რეაქციული ტენდენციები. 1811 გამოაქვეყნა პოემა "ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობის" პირველი ორი ქება. ამავე პერიოდს განეკუთვნება ბაირონის ხანმოკლე, მაგრამ პროგრესიული საპარლამენტო მოღვაწეობა. 1812-1814 წლების ლირიკაში ვლინდება ავტორის სიძულვილი ლონდონის არისტოკტატიული წრეებისადმი; ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან ადრევე დაწყებული კონფლიქტი 1815-1816 ოჯახური დრამითაც გართულდა. ბაირონი შვეიცარიაში წავიდა, სადაც დაუმეგობრდა თანამემამულე პოეტს პ.ბ. შელის. 1817-იდან იტალიაში გადავიდა და 1820-1821 უშუალოდ მონაწილეობდა იტალიელი ხალხის ბრძოლაში ავსტრიელთა ბატონობის წინააღმდეგ. 1823 ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც მალე ავად გახდა და გარდაიცვალა.
ბაირონის დიდი პოპულარობა "ჩაილ ჰაროლდის" გამოქვეყნებით დაიწყო. ბაირონის ტრაგიკულმა მსოფლაღქმამ მეტი სიღრმით იჩინა თავი 1813-1816 შექმნილი აღმოსავლური პოემების ციკლში ("გიაური", "აბიდოსელი სარძლო", "კორსარი", "ლარა", "კორინთის ალყა", "პარიზინა"). დრამატულია ბაირონის ლექსების ციკლიც "ებრაული მელოდიები" (1814-1815), რომლებშიც სამშობლოს დაკარგვის ტკივილთან ერთად გამოხატულია ადამიანის ძალისა და გამარჯვების რწმენა. წინააღმდეგობრივია აგრეთვე ფილოსოფიური-დრამატული პოემა "მანფრედი" (1817), ეს პოემა ფაუსტური იდეის რომანტიკული ინტერპრეტაციაა. ასეთივე სულისკვეთებისაა მისტერია "კაენი" (1821); 1817-იდან ბაირონის შემოქმედებაში ღრმავდება ინტერესი სოციალური პრობლემებისადმი ("ტასოს ჩივილი", 1817; "მაზერა", 1818; "ჩაილდ ჰაროლდის" ორი უკანასკნელი ქება, 1816-1817); პოლიტიკური მოტივებითაა გამსჭვალული ტრაგედიები "მაჩინო ფალიერო, ვენეციის დოჟი", "სარდანაპალი", "ორი ფოსკარი" (სამივე 1821); ბაირონის მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოლიტიკური და ლიტერატურული შინაარსის შემცველ სატირას ("ბეპო", 1818; "ირლანდიელი ავატარა", 1821; "სამსჯავროს ხილვა", 1822 და სხვა).

ბაირონის შემოქმედებით ევოლუციაში მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია დაუმთავრებელი რომანი ლექსად "დონ ჟუანი" (დაიწყო 1818),

ბაირონის თარგმნა საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო, მის პირველ ქართველ მთარგმნელთა შორის იყვნენ ი. ჭავჭავაძე და ა. წერეთელი.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations