Loading



ავტორების სია » თეოდორ დრაიზერი


დაიბადა : 27.08.1871 წ
გარდაიცვალა : 28.12.1945 წ

თეოდორ ჰერმან ალბერთ დრაიზერი (27 აგვისტო, 1871, ტერე-ჰოტი, ინდიანა -  28 დეკემბერი, 1945, ჰოლივუდი), ამერიკელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დრაიზერის მშობლები - ჯონ დრაიზერი და სარა შენები ბეწვსართავის თანამფლობელები იყვნენ. ხანძრის შემდეგ, როდესაც ბეწვეულის მარაგი გაუნადგურდათ, მამამისი მშენებლობაზე მოეწყო, სადაც ის დაინვალიდდა. მოკლე ხანში ოჯახს ახალი უბედურება დაატყდა თავს, სამი უფროსი ვაჟი გარდაეცვალათ, რამაც ოჯახის საცხოვრებლი ადგილის ხანგრძლივი ცვლილებები გამოიწვია. საბოლოოდ ინდიანას შტატის პროვინციულ დაბა ტერე-ჰოტში დასახლდნენ. თეოდორი მეცხრე ბავშვი ოჯახში იყო ოჯახში. 1887 წელს მან სკოლა დაამთავრა. 1989 წელს ინდიანას უნივერსიტეტში ჩააბარა. ერთი წლის თავზე სწავლის შეწყვეტა მოუწია საფასურის გადაუხდელობის გამო. შემდგომ კლერკად და სარეცხის დამტარებელი ფურგონის მძღოლადაც კი მუშაობდა.

დრაიზერმა გადაწყვიტა რეპორტიორი გამხდარიყო. 1892-1894 წლებში გაზეთებში პიტსბურგი, ტოლედო, ჩიკაგო და სენტ ლუისი, იმუშავა. 1894 წელს ნიუ-იორკში გადავიდა. მისმა ძმამ პოლ დრესერმა მუსიკალური ჟურნალის "ევრი მანსის" ორგანიზება ითავა, დრაიზერს კი რედაქტორის ფუნქცია ერგო. 1897 წელს მან ჟურნალი დატოვა. წერდა მეტროპოლიტენის, ჰარპერსის და კოსმოპოლიტენის დაკვეთით. დრაიზერის ერთ-ერთი გამოქვეყნებული ლიტერატურული ნარკვევი გახლავთ ''ნიუ-იორკის არტისტული უბანი'', ლიტერატურულ-არტისტული თავშესაფარი ბროქსვილში (ჟურნალი მეტროპოლიტენი 1897 წლის ნოემბერი). თავის პირველი რომანის გამოქვეყნებამდე, 1900 წლამდე, დრაიზერმა გამოაქვეყნა 42 სტატია და რიგი პოემებისა.

ჩვეულებრივ, დრაიზერის რომანისტიკაზე საუბარს რომანით "და კერი" იწყებენ ხოლმე (1900). 1911 წელს დრაიზერმა თავისი მეორე რომანი ჯენი გერჰარდტი გამოაქვეყნა, რომანით ფინანსისტი (1912 წელი) დრაიზერმა თავისი მონუმენტური სურვილის ტრილოგია დაიწყო. ტრილოგიას საფუძვლად მილიონერ ჩ. იერქსის ცხოვრება უდევს (მეორე ტომი - ტიტანი გამოვიდა 1914 წელს. ხოლო მესამე ტომზე სტოიკოსი დრაიზერმა მუშაობა 1929 წელს დაიწყო). კონსერვატიული კრიტიკის შემოტევები 1916 წელს რომან გენიოსის პუბლიკაციის შემდეგ გაორმაგდა. დრაიზერი გენიოსს თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა. თავის რომანში ამერიკული ტრაგედია (1925 წელს) დრაიზერს თანადროული საშუალო ამერიკული ტიპი, ახალგაზრდა, მსუბუქი ჭკუის, ნაკლებგანათლებული გრიფიცი გამოჰყავს ასპარეზზე.



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations