ავტორების სია » ჩარლზ დიკენსიდაიბადა : 07.02.1812 წ ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი - (ინგლ. Charles John Huffam Dickens დ. 1812 წლის 7 თებერვალს - გ. 1870 წლის 9 ივნისს), ფსევფონიმი - "ბოზ" (ინგლ. "Boz"), ვიქტორიანული ერის ყველაზე პოპულარული მწერალი და ყველა დროის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი, რომლის ნოველებისა და მოკლე მოთხრობების ბეჭდვა არასდროს შეწყვეტილა. ჩარლზ დიკენსის შემოქმედება ბრწყინვალე ფურცელია ინგლისის კრიტიკული რეალიზმის ისტორიაში. მის სახელთან დაკავშირებულია მთელი ეპოქა ინგლისური ლიტერატურის განვითარებაში. ჩარლზ დიკენსი დაიბადა საზღვაო უწყების მოსანსახურის ოჯახში. მან ბავშვობიდანვე იგემა ცხოვრების სიდუხჭირე. ოჯახი მუდამ სიღარიბეში იმყოფებოდა. ვალების გადაუხდელობის გამო მომავალი მწერლის მამა ჩასვეს მოვალეთა ციხეში, საიდანაც თავი დააღწია მოულოდნელად. დიკენსი 10 წლიდან მუშაობდა ვაქსის ფაბრიკაში. ბავშვობაში მიღებული განათლება არ ატარებდა რამდენადმე სისტემატურ ხასიათს. ის მუშაობდა სასამართლოსა და პარლამენტის რეპორტიორად. სამსახურმა ხელი შეუწყო მას ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრებაში. ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები მან შემდგომ აღწერა თავის რომანებში "დავით კოპერფილდი" და ''პატარა დოროთი''. ჩარლზ დიკენსი გარდაიცვალა 1870 წლის 9 ივნისს გულის შეტევით. ნაწარმოებები : |
ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.">გარდაიცვალა ბარბარე ჯორჯაძე სრული კალენდარი |

Loading
