Loading



ავტორების სია » ვაჟა-ფშაველა


დაიბადა : 14.07.1861 წ
გარდაიცვალა : 17.07.1915 წ

ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (14. VII. 1861, სოფ. ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რ-ნი  - 27. VII. 1915, თბილისი). ქართველი პოეტი.

8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877-1879 წლებში - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.

ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად. სწორედ ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ვაჟას პირველი კორესპონდენცია "წერილი ხევსურეთიდან" 1879 წელს დაიბეჭდა ("დროება" №1); პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა "ფეოდალის აღზრდა" - 1880 წელს ("ივერია", № 4); პირველი ლექსი "მეომარი" - 1881 წელს ("იმედი", № 3 - 4); პირველი მოთხრობა "სურათი ფშავლის ცხოვრებიდან" - 1881 წელს ("დროება", № 184). მისი შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში: "მთას ვიყავ" (1890), "სიმღერა" (1896), "სიტყვა ეული" და სხვ.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკური ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც ("გამამერია ჭაღარა" (1894), "მთათ მითხრეს" (1897) და სხვ.). ქართველი ხალხის გაღვიძებულ ეროვნულ თვითშეგნებაზე მებრძოლ, შეუპოვარ კილოზეა დაწერილი მისი ლექსები ("ომის წინ ჯარის სიმღერა", (1888), "ბაკლერი", (1899), "კახეთს" (1913), "ფშაველი ჯარისკაცის სიმღერა" და სხვ.).

ვაჟა-ფშაველას პიროვნული სრულყოფის, "კაი ყმის" ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში ლექსები: "კაი ყმა" (1908), "პასუხი ბაჩანას" (1913), "ფშავლის სიყვარული" (1891) და სხვ.
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება - ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: "ალუდა ქეთელაური" (1888), "ბახტრიონი" (1892), "სტუმარ-მასპინძელი" (1893), "გველის მჭამელი" (1901) და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პოემებით პოეტმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ის ძირითადი, რომ ცხოვრება აუცილებლად მოითხოვს ძირეულ გარდაქმნას, რაც შესაძლებელია მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით.

ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: "შვლის ნუკრის ნაამბობი" (1883), "ხმელი წიფელი" (1888 - 1889), "ქუჩი" (1892), "მთანი მაღალნი" (1895) და სხვ.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა "მოკვეთილი" (1894). ისიც აღსანიშნავია, რომ იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს ("ლაშარობა" (1888), "ფშავლები" - "ძველი და ახალი ფშავლების პოეზია" (1896) და სხვ.). "ცივილიზებულ" სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით ადევნებდა თვალს კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერების პირველმიზეზები და მათგან განკურნების საღი წყაროები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.

ნაწარმოებები :


მოთხრობა :
ხმელი წიფელი
ჩხიკვთა ქორწილი
მთანი მაღალი
შვლის ნუკრის ნაამბობი
ია
მთის წყარო
პატარა მწყემსის ფიქრები
ბუნების მგოსნები
როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზე
სათაგური
ცრუპენტელა აღმზრდელი
გასამართლებული ჩიბუხი
ქუჩი
ქუდოვანი
ტრედები
სვავი
ფესვები
ამოდის, ნათდება!
ბათურის ხმალი

საყმაწვილო :
ხმელი წიფელი
ჩხიკვთა ქორწილი
მთანი მაღალი
შვლის ნუკრის ნაამბობი
ია
მთის წყარო
პატარა მწყემსის ფიქრები
ბუნების მგოსნები
როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზე
სათაგური
წიწილა

პოემა :
ბახტრიონი
გველისმჭამელი
ალუდა ქეთელაური
სტუმარ-მასპინძელი
გოგოთურ და აფშინა

ლექსი :
ბაკური
გაზაფხულს ია ამოდის
გამოღმით მე ვარ
გიგი
გული გავგზავნე ქვეყნადა
გულო, არ გასტყდე
გულს
დაგვიანებული პასუხი აკაკის
დავით გურამიშვილის ხსოვნას
დამსეტყვე, ცაო
დევების ქორწილი
დიდი თამარი
ერეკლეს სიზმარი
ერთხელც, იქნება მოვკვდები
ვიცანი, ღმერთო, სამყარო
იას უთხარი ტურფასა
ილია ჭავჭავაძის სახსოვრად
ილიას საღამო
იმედი საზიკაული
იმერეთს
ისევ შენ, ისევ, ქალაო
კაი ყმა
კაფია
კიდევაც ვნახავ გაზაფხულს
კლდე და მდინარე
კურდღლის სიმღერა
ლურჯას
მაცნე
მე რო ტირილი მეწადოს
მემღერება და ვიმღერი
მერცხლის სიმღერა
მთა და ბარი
მთას ვიყავ
მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ
მოლოდინი
მუდარა
მწყემსი ქალი
მხედართა ძველი სიმღერა
ნატვრა
ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს
ნუგეში მგოსნისა
პაპიჩემის ანდერძი
პასუხად
რამ გაგაჩინა, ქალაო
რუსთაველის ნეშტს
რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს
საახალწლოდ
ობოლი
როს ვუკვირდები თავის-თავს
ქალას
წიწილა
ხევზედ მიდიან ნისლები
ჩივილი ხმლისა
ჩემის კაცობის გვირგვინო
ღამე მთაში
არწივი
აკაკის საიუბილეოდ
რამ შემქმნა ადამიანად
სიმღერა
სოფლისა წესი ასეა
ჩემი ვედრება

ესეისტიკა :
კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations