ავტორების სია » ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი
ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, XV საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი. ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის მებრძოლი. ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულოსა და საციციანოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. XV საუკუნის 60-იან წლებში იგი ფანასკერტიდან (ტაო) შიდა ქართლში გადასახლდა. მის სახელთან არის დაკავშირებული საციციანოს კულტურული დაწინაურება, ყინწვისის მონასტრის განახლება და ეკვდერის მიშენება. ავტორია ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა "სამკურნალო წიგნი-კარაბადინი". წიგნში განხილულია თეორიული და პრაქტიკული მედიცინის საკითხები. მისი აზრით, ავადმყოფის განსაკურნავად საჭიროა, ზუსტ ცოდნაზე აგებული მკურნალობის რაციონალური მეთოდების გამოყენება. იგი უარყოფს ფსიქიკური დაავადებათა მისტიკურ ბუნებას და მათ ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების გამოვლენად მიიჩნევს. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი დაიბადა 1438 წელს. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი-მხედართმთავარი და ბრძენთმთავარი, ასე მოიხსენიება ძველ თუ ახალ წყაროებში პიროვნება, რომელსაც ქვეყნის წინაშე მიუძღვის დიდი ღვაწლი, როგორც იმ დროინდელი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლისათვის. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ციცის შვილი უნდა იყოს ზაზა, რომელიც შემდგომში ცნობილია ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილად იწოდება ბმულები : |
ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.">გარდაიცვალა ბარბარე ჯორჯაძე სრული კალენდარი |

Loading
