ავტორების სია » მარკ ტვენიდაიბადა : 30.11.1835 წ სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი (30 ნოემბერი, 1835, ფლორიდა, მისურის შტატი - 21 აპრილი, 1910, რედინგი, კონექტიკუტის შტატი), ცნობილია მარკ ტვენის სახელით - ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი. ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მისმა ნაწარმოებმა "ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები" და "ტომ სოიერის თავგადასავლები". თავისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა ამერიკის პრეზიდენტებთან, ევროპელ სამეფო ოჯახების წევრებთან, ცნობილ მხატვრებთან და მეწარმეებთან. იგი სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. მისი მწვავე და მახვილგონივრული სატირა ქებას იღებდა როგორც თაყვანისმცემლებისაგან, ისევე კრიტიკოსებისაგან. ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს "ამერიკული ლიტერატურის მამა" უწოდა. მარკ ტვენი დიდ ინტერესს გამოხატავდა მეცნიერებასადმი. მის პოლიტიკურ შეხედულებებს რაც შეეხება, იგი ეწინააღმდეგებოდა ომს ზოგადად, და განსაკუთრებით აშშ-ს მიერ ფილიპინების ოკუპაციას. ნაწარმოებები : |

Loading
