ავტორების სია » გოდერძი ჩოხელიდაიბადა : 02.10.1954 წ გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია ''ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია, ხოლო 1980 წლიდან კინომატოგრაფისტთა კავშირის წევრი. 1997 წლიდან იბეჭდება მისი მოთხრობები ჟურნალ-გაზეთებში. 1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი ''წერილი ნაძვებს". წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ''ბინდისფერი სოფელი", ''თევზის წერილები", ''შემინახე,დედაო მიწავ!", ''სულეთის კიდობანი", ''არჩევნები სასაფლაოზე". ლექსების კრებული ''ბედი მდევარი", მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე ''შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: ''მგელი", და ''მღდვლის ცოდვა". ნაწარმოებები : მოთხრობა : წერილი ნაძვებს ვიცოდი, აუცილებლად იქნებოდა აღდგომა ცასწავალა დევების ნასოფლარი თევზის წერილები სიყვარულის ცეცხლი წითელა ხუჭუჭულა ლექსი : ნაწნავი ამ მიწის ბედი ჩემი ბედია ბმულები : |

Loading
