ავტორების სია » ალექსანდრე ჭავჭავაძედაიბადა : 1786 წ ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე, ქართველი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, დაიბადა1786 წელს პეტერბურგში, გარდაიცვალა 6(18).11.1846, თბილისში, დაკრძალულია კახეთში, შუამთის მონასტერში. ალ. ჭავჭავაძე ბავშვობიდანვე ფლობდა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, თურქულ და სპარსულ ენებს. ალ. ჭავჭავაძის ოჯახი ქართული საზოგადოებრივი კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. მის სახლში, თბილისსა თუ წინანდალში, თავს იყრიდა მოწინავე ქართველი ინტელიგენცია და საქართველოში მყოფი ბევრი რუსი თუ ევროპელი მოღვაწე. ალ. ჭავჭავაძემ სიცოცხლეშივე მოიპოვა აღიარება. მაშინ ბეჭდვა არ იყო გახშირებული და მისი ლექსები ქუჩა-ქუჩა, სოფელ-სოფელ იმღერებოდა. მისმა სატრფილო-სალაღობო ლექსების დიდმა პოპულარობამ გარკვეული ზიანიც კი მიაყენა პოეტის შემოქმედების აღქმა-შეფასებას - XIX საუკუნის ქართული კრიტიკა მას ანაკრეონტულ თუ ეპიკურ მგოსნად სახავდა, რომელიც არად აგდებდა საზოგადოების ეროვნულ სატკივარს. ალ. ჭავჭავაძის მსოფლმხედველობა და მსოფლიო აღქმა ორგანულად არის დაკავშირებული XIX საუკუნის საქართველოს რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებასთან. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული ღრმა ეროვნული სევდა მისი შემოქმედების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია და არა მხოლოდ საკუთრივ პატრიოტულ ლექსებში ("უწყალო სენმან", "ვისაც გსურთ", "ოჰ, ვით გვემტყუნვა" და სხვ.), არამედ მის სატრფიალო ლირიულ-ელეგიურ ტონალობაშიც. მის პოეზიაში სათავეს იღებს სოციალური პრობლემატიკაც ("ვაჰ, სოფელსა ამას"), - "მდაბალთ ჩაგვრით და მტაცებლობით აღძრული გულისტკივილი" და პროტესტი სოციალური ბოროტების წინააღმდეგ. ალ. ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში აშკარად ვლინდება ძველი კლასიკური ქართული პოეზიის, მისი თემების, მოტივებისა და პოეტიკის ძლიერი ზეგავლენა. აღსანიშნავია, რომ მის პოეზიაში იმთავითვე იჩინა თავი და თანდათან სულ უფრო რელიეფურად გამოიკვეთა ახალი ეპოქით ნაკარნახევი სულიერი მისწრაფებები და მიდრეკილება სინამდვილის თვისობრივად ახლებური რომანტიული გააზრებისაკენ ("აჰა, ჩემო ოცნებავ", "როს გიყვარდი"), "გოგჩა" ხომ ქართული რომანტიკული ლირიკის შედევრთა რიგს განეკუთვნება. პოეტს დიდი დამსახურება მიუძღვის პოეტური თარგმანებით ქართული მწერლობის გამდიდრების მხრივაც. მას ნათარგმნი აქვს: ესოპეს, კორნელის, როსინის, ლაფონტენის, ვოლტერის, ჰიუგოს, პუშკინის, ოდოევსკის და სხვათა ნაწარმოებები. მასვე ეკუთვნის ნაშრომი "საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევები და მდგომარეობა 1801-დან 1831 წლამდე. ნაწარმოებები : ლექსი : ოჰ, ვით გვემტყუნვა ოჰ, საყვარელო ნაწყვეტი მუხამბაზი ლათაიური მშვენიერთა ხელმწიფავ მიველ წალკოტს სანუგეშოთ მიკვირს რად ჰსძრახვენ მეგრულ ფერხულზე მე შენ არ გეტყვი მაისის ვარდმან კავკასია ჭმუნვის მახვილი ისმინეთ, მსმენნო ვისაც გსურთ სიყვარულო ძალსა შენსა ჰე, მთოვარეო გუთნის დედა გული წამართვი გოგჩა ღიმილმან კარი ლალისა ეღების კარი გაზაფხულისა ეჰა, ჩემო ოცნებავ ვაჰ, სოფელსა ამას დუგა ვაჰ, დრონი, დრონი ბმულები : |
1987 წლის 20 დეკემბერს გადმოასვენეს გრანელის ცხედარი დიდუბის პანთეონში.">გარდაიცვალა ტერენტი გრანელი (კვირკველია) სრული კალენდარი |

Loading
