ავტორების სია » ნიკოლოზ ავალიშვილიდაიბადა : 04.07.1844 წ ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი დაიბადა 1844 წლის 4 ივლისს საგარეჯოში. მისი მამა - იაკობ ავალიშვილი მღვდელი იყო, ქრისტეს მცნების მაღიარებელი, მართლის მოყვარე, უანგარო, ფხიზელი, დაუღალავი მშრომელი. მოღვაწეობდა ქ. ერევანში, იქვე გარდაიცვალა მალარიით 1849 წ. დაობლებული პატარა ნიკოს აღზრდა მისმა ახლადდაქვრივებულმა დამ ითავა. მანვე შეასწავლა რუსული წერა-კითხვა და ანგარიში. 1850 წ. მთელი ოჯახი თბილისში გადმოსახლდა მამის ძმასთან საცხოვრებლად. ნიკო ავალიშვილი სოფლის ხალხის საკეთილდღეოდაც მოღვაწეობდა. საგარეჯოს ხალხს გულშემატკივრობდა. დიდი დახმარება გაუწია სიღნაღიდან თბილისამდე შოსეს შეკეთებას. საგარეჯოში მცხოვრებლებთან მოლაპარაკებით 1877.წ. გაიხსნა კოოპერატივი "ივრის დამზოგველი ამხანაგობა". ნიკო კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ზაქარია ჭიჭინაძის მოგონებიდან: "79 წლის მოხუცი სოფელში ცხოვრობს მიწის მუშად გადაქცეული, თუმცა სამწერლო ასპარეზსაც თავს არ ანებებს. 60 წელიწადი მწერლობა და 26 წელიწადი თეატრის სამსახური..... ნეტა როდისღა ცხოვრობდა თავისი სიამოვნებით.... არც როდის!!!". ბმულები : |
ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.">გარდაიცვალა ბარბარე ჯორჯაძე სრული კალენდარი |

Loading
