Loading



ავტორების სია » ჯონ მილტონი


დაიბადა : 09.12.1608 წ
გარდაიცვალა : 08.11.1674 წ

ჯონ მილტონი (დ. 9 სექტემბერი 1608 -გ. 8 ნოემბერი 1674) იყო ინგლისელი პოეტი. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე ცნობილია ეპიკურო რომანი "დაკარგული სამოთხე". ასევე აღსანიშნავია მილტონის შესანიშნავი ტრაქტატი ბეჭვდითი სიტყვის თავისუფლების შესახებ - "არეოპაგიტიცა"
მან პატარაობაშივე სრულყოფილად შეისწავლა ლათინური და ბერძნული, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ - ფრანგული, იტალიური, ებრაული, ქალდეური, სირიული...

თექვსმეტი წლის ჯონ მილტონი კემბრიჯის უნევერსიტეტის სტუდენტი გახდა. იგი არც სტუდენტობის დროს ღალატობდა ბავშვობის ჩვეულებას - მთელ თავისუფალ დროს კითხვასა და მეცადინეობას ანდომებდა. დროდადრო წერდა ლექსებს. საგულისხმოა, რომ ლექსებს იგი თავდაპირველად ლათინურად წერდა. სტუდენტობის დროსვე რამდენიმე ლექსი დედაენაზეც დაწერა, ინგლისურად. ხოლო სონეტები, რაც ასევე უნივერსიტეტის ხანას განეკუთვნება, დაწერილი აქვს იტალიურად, რადგან იტალია კლასიკური სონეტის სამშობლოდ ითვლებოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სოფლად გატარებული რამდენიმე წელი ყველაზე უფრო მშვიდი იყო პოეტის ცხოვრებაში. ამ დროისთვის უკვე კარგა დიდი სიმდიდრის პატრონმა მამამ თავი დაანება მუშაობას და სოფლად დასახლდა, ჰორტონში. სწორედ ამ მყუდრო სოფელში გაატარა მილტონმა ოთხი თუ ხუთი წელი. სოფელში გატარებული წლები ნაყოფიერი იყო შემოქმედებითადაც. ამ დროს შექმნა მან პიესა-ნიღაბი "კომუსი", ორი პოემა - "ლ'ალლეგო" და "ილ პენსეროსო", აგრეთვე რამდენიმე ლექსი, რომელთაგან საინტერესოა ელეგია "ლისიდასი", რაც მეგობრის დაღუპვამ დააწერინა.  პოემები "ლ'ალლეგო" და "ილ პენსეროსო", რომლებიც ერთდროულად შეიქმნა და ერთმა კრიტიკოსმა მოხდენილად "ტყუპი პოემები" უწოდა.

სწორედ უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებით იწყება მილტონის ცხოვრების მეორე აქტი, ანუ მისი შემოქმედების მეორე პერიოდი. ეს პერიოდი ორ ათეულ წელს მოიცავს და ხასიათდება დიდი დაძაბულობით, მგზნებარებითა და შემართებით. პოეტი გაბედულად გამოდიოდა პოლიტიკური მოღვაწეობის ასპარეზზე, იგი მთელი ენერგიითა და მონდომებით ემსახურებოდა თავისუფლების საქმეს, პოეტის კალამი დროებით გვერდზე გადადო და მთლიანად პუბლიტურ მოღვაწეობას მიეცა.

პირველად პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდა: ჯერ ობლად დარჩენილ დისწულებს დაუწყო სწავლება, მერე რამდენიმე ბავშვი კიდევ მიემატა, და ასე, კერძო სკოლასავით მოაწყო. ასწავლიდა ენებს, მათემატიკას, ასტრონომიას, ბიბლიას... ეს ფაქტი უმთავრესად იმით არის მნიშვნელოვანი, რომ, როგორც ეტყობა, სწორედ ამან დააწერინა პოეტს ცნობილი პუბლიცისტური წერილი აღზრდის შესახებ.



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations