Loading



ავტორების სია » ანატოლ ფრანსი


დაიბადა : 16.04.1844 წ
გარდაიცვალა : 12.10.1924 წ

ფრანგი მწერლის - ანატოლ ფრანსის ნამდვილი სახელი და გვარია ფრანსუა-ანატოლ ტიბო. ანატოლ ფრანსი არ გახლავთ ფსევდონიმი. ეს სახელი მისი ბავშვობიდან მოდის. მამის სახელი - ანატოლ ფრანსი შემდეგ შვილზე გადავიდა. (ფრანსი შემოკლებული ფორმაა სახელისა - ფრანსუა). დაიბადა 1844 წლის 16 აპრილს პარიზში, მალაკეს სანაპიროზე. გარდაიცვალა 1924 წლის 12 ოქტომბერს სენ-სირ-სიურ-ლუარში.  1853-1862წწ. ა. ფრანსი სწავლობს წმ. მარიამის სახ. ინსტიტუტში და სტანისლას კოლეჯში. 1864 წელს მან ბაკალავრის ხარისხი დაიცვა.

1860-იანი წლების დასაწყისში ა. ფრანსი აქვეყნებს თავის ნაწარმოებებს სხვადასხვა გამომცემლობებსა და ჟურნალებში. მოგვიანებით რომანის ჟანრს მიუბრუნდა და 1881 წ, 38 წლის ასაკში, ''სილვესტრ ბონარის დანაშაულის'' გამოქვეყნების შემდეგ, საყოველთაო აღიარება მოიპოვა.  1887 წ. ფრანსი ლიტერატურის ცნობილ კრიტიკოსად გვევლინება და თანამშრომლობს პრესტიჟულ გაზეთ ''თემპსში''. აქ მწერალი გვევლინება ლიტერატურის ახალი მიმდინარეობების  ნატურალიზმისა და სიმბოლიზმის წინააღმდეგ. ის მომავალშიც დარჩება კლასიკური იდეალის დამცველად.

1896წ. საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს. 23 იანვარს ის საფრანგეთის აკადემიაში 38-ე სავარძელს იკავებს. ხდება რა ცნობილი მწერალი, გავლენიანი და მდიდარი, აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჟურნალ ''დროში''ფრანსი მისი დაარსების დღიდან თანამშროლობს. პირველ ნომრებში დაიბეჭდა ფრანსის ''თეთრ ქვაზე''. 1922 წლის ნოემბერში ის ''დროში'' აქვეყნებს წერილს ''სალამი საბჭოელებს'', სადაც პროტესტს გამოთქვამს რევოლუციონერი სოციალისტების წინააღმდეგ გამლაშქრებელთა მიმართ. 1922 წლის დეკემბრიდან აიკრძალა ყოველგვარი თანამრომლობა კომუნისტურ გაზეთებთან. ფრანსი, რომელიც იზიარებდა სოციალისტთა იდეებს, გაემიჯნა პოლიტიკურ პარტიებს. ამას ამტკიცებს მისი რომანები, რომლებშიც მწერლის პესიმისტური დამოკიდებულება ჩანს ზოგადად, ადამიანის ბუნებისადმი. ასეთი ნაწარმოებია ''პინგვინთა კუნძული'' და, განსაკუთრებით, ''ღმერთებს სწყურიათ'', რომელიც უტოპიური იდეების ტერორის კლიმატის გაკრიტიკების გამო ცუდად იქნა მიღებული მემარცხენეთა მიერ.

1920 წ. ა. ფრანსი დაქორწინდა ემა ლაპრევოტზე. 1921 წელს მთლიანი შემოქმედებისთვის ის წარდგენილია ნობელის ლიტერატურულ პრემიაზე, რომელსაც ღებულობს სტოკჰოლმში 10 დეკემბერს.

ანატოლ ფრანსი გარდაიცვალა 12 ოქტომბერს, ხოლო 18 ოქტომბერს გაიმართა მისი დაკრძალვის ეროვნული ცერემონიალი.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations