ავტორების სია » ეკატერინე გაბაშვილიდაიბადა : 16.06.1851 წ გაბაშვილი (ქალიშვილობაში თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული (16.04.1851, გორი - 7.08.1938, სოფ. ახალქალაქი, კასპის რ-ნი. დაკრძალულია თბილისში. ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში (1868 წ.). ეკ. გაბაშვილის პირველი ნაწარმოებია "გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ", რომელიც გამოქვეყნდა "დროებაში" (№ 1, 1870). იგი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები - პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, სურათი. მისი შემოქმედების მთავარი თემა გახდა ქართველი გლეხის ცხოვრება კაპიტალიზმის განვითარების პირობებში. ეკ. გაბაშვილი მკაცრად აკრიტიკებს თავგასულ მემამულეებსა და მოურავებს ("მაგდანას ლურჯა", 1890; "მეურმის ფიქრები", 1891; "სოფლის მევახშენი", 1925 და სხვ.). იგი გლეხთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განათლებას მიიჩნევს, მიმართავს ხალხოსნებსაც, რომელთაც ბრძოლის უნარი შესწევთ, რათა გლეხთა უკიდურესი სიღატაკე და გაჭირვება როგორმე დასძლიონ ("გამარჯვებული ნიკო", 1896). ეკ. გაბაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული საბავშვო მწერლობის განვითარებაში. იგი იყო ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შემდგომ კი მისი აქტიური თანამშრომელი. მისი საბავშვო მოთხრობები ყოველთვის საქრესტომათიო მასალა იყო ქართული სახელმძღვანელოებისათვის. ნაწარმოებები : მოთხრობა : ''სამშობლო ხევსურისამ'' რა ჰქმნა ბაიარახტარი მშიერაძის ოჯახი თინას ლეკური უსინათლო ლექსო ღვინია გადაიჩეხა მაგდანას ლურჯა როგორ მიეგება სვიმონიკა ახალწელიწადს გამარჯვებული ნიკო ორ-ენა და ქუჩე სურათი კონა რომანი დიდ-ხევაში ხატაური ჩემია! ბმულები : |
1987 წლის 20 დეკემბერს გადმოასვენეს გრანელის ცხედარი დიდუბის პანთეონში.">გარდაიცვალა ტერენტი გრანელი (კვირკველია) სრული კალენდარი |

Loading
