Loading



ავტორების სია » თამაზ ბაძაღუა


დაიბადა : 1959 წ
გარდაიცვალა : 05.11.1987 წ

თამაზ ბაძაღუა დაიბადა 1959 წელს მარტვილის რაიონში, უძველეს სოფელ ნახუნაოში, პედაგოგების პოლიკარპე და თალიკო ბაძაღუების ოჯახში. ჰყავდა ორო და-დოდო და ლეილა. ტკბილი და ხალისიანი ბავშვობა ჰქონდა. ზაფხულში ცნობისმოყვარეობას იოკებდა მის ტოლ ბიძაშვილთან მალხაზ ბაძაღუასთან ერთად. მისი სოფლის ნახუნაოს, კლდე-ღრეს მოივლიდა, გაცხელებულ გულს კი მასთან ერთად მდინარე აბაშაში გაიგრილებდა. ისმენდა ნანა ბებიას მეგრელი ქალის დინჯ, დარბაისლურ დამოძღვრას, რომელიც შვილიშვილებს უამბობდა მათი გვარის ისტორიაზე, იხსენებდა წინაპართა ძვალშესალაგთ და ასწავლიდა იმ წმინდა ადგილის პატივისცემას. ბიჭებიც გამორჩევით ეფერებოდნენ იმ სოფლის სასაფლაოზე  განთავსებულ დიდი ბაბუების-საბასა და მიხეილის საფლავებს.
1975წელს დაამთავრა ნახუნაოს სკოლა და ამავე წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. მეტისმეტად წყნარი და თავაზიანი სტუდენტობის წლებშიც გამოირჩეოდა  და აქტიურად იყო ჩაბმული უნივერსიტეტის სამეცნიერო ცხოვრებაში. პირველი სამეცნიერო ნაშრომი I კურსის სტუდენტმა წარმოადგინა სტუდენტთა 38 სამეცნიერო კონფერენციაზე_,,პერსონოლოგიური ანალოგია".  II კურსის სტუდენტმა 1977წ ისევ სტუდენტთა 39-ე სამეცნიერო კონფერენციაზე წაიკითხა ნაშრომი: ,,მისტიკური სილამაზის გამოსახვა იოანე მტბევარის საგალობლებში", ხელმძღვანელი გახლდათ გ. ფარულავა. 1980 წელს თამაზმა დაამთავრა უნივერსიტეტი, დაწერა სადიპლომო ნაშრომი ოთარ ჭილაძის რომანზე ,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", ამავე წელს დაიწყო მუშაობა მხატვრული თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. ყველაფერი ეჩქარებოდა, თითქოს და უნდოდა ცხოვრება მოესწრო, გამოსდიოდა კიდევაც, 23 წლისამ 1982 წელს გამოსცა პირველი წიგნი ,,მესამე ზარი"ოჯახიც დროულად, ახალგაზრდამ შექმნა. ვინც უყვარდა- ნატო ჯალაღანია, გახდა მისი ცხოვრების თანამგზავრი, შვილიც-თუთაც, ოქროსთმიანი ანგელოზი აჩუქა განგებამ. თითქოს ყველაფერი იოლად გამოსდიოდა ნიჭიერ კაცს. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ისწავლა იტალიური ენა და თარგმნიდა  ცნობილ  იტალიელ პოეტების ნაწარმოებს.
1985 წელს გამომცემლობა ,,განათლებამ დასტამბა მის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები. თარგმნა პიერ პაოლო პაზოლინის, მიქელანჯელო ბუენაროტის, გიიომ აპოლინერის, რაინერ მარია რილკეს ლექსები. თამაზი მუშაობდა დრამატურგიაშიც. ის იყო ახალგაზრდა
დრამატურგთა ბიჭინთვის სემინარის უცვლელი წევრი.მისი პიესები იდგმებოდა რუსთავის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის, ერთი მსახიობის თეატრებში. მისი პირველი პიესა გახლდათ ,,იფიგენია" ხოლო ბოლო ,,ღამე და თუთიყუში" 2001 წელს ერთი მსახიობის თეატრში დაიდგა მისი პიესა ,,ღამე და თუთიყუში",მსახიობ დუტა სხირტლაძის შესრულებით. თამაზის პიესები ,,რექვიემი ვერცხლის ქორწილისათვის", ,,ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო", ,,ძველი როიალი" წარმატებით იდგმებოდა თეატრების სცენაზე.პროზაშიც სცადა ბედი 1982წ. ,,ცისკრის  ბიბლიოთეკის"  3-4 ნომერში გამოქვეყნდა მისი მოთხრობა ,,დღე"   
 1987 წელს 5 ნოემბერს ოჯახთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა პოეტი და დრამატურგი თამაზ ბაძაღუა..

ნაწარმოებები :

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations