ავტორების სია » სევერიან ისიანიდაიბადა : 16.05.1913 წ სევერიან ისიანი დაიბადა 1913 წლის 3 მაისს, ძველი სტილით, (ახლით 16 მაისს) ცაგერის რაიონის სოფელ ზოგიშში. "პირველ ლექსშიც" წერია , რომ მას შინაურ სახელად "გუგული" ერქვა. იგი მოუნათლავს მღვდელ პეტრე ბურჯალიანს. მამამისი, იოსები, ღარიბი გლეხი იყო. სევერიანი სწავლობდა ჯერ ზოგიშის და შემდეგ ალპანის დაწყებით სკოლაში. 1926 წლიდან 1929 წლამდე სევერიანი ლაილაშის შვიდწლედში სწავლობდა. იგი სკოლაში უშვებდა კედლის გაზეთს და მასში ათავსებდა საკუთარ ლექსებსაც "ს.ზოგიშელის"ფსევდონიმით. 1929 წელს შევიდა ქუთაისის პედაგოგიურ ტექნიკუმში. 1932-1934 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელ მდივნად (თავმჯდომარე იყო დია ჩიანელი), გაზეთ "მუშა და კოლმეურნის" კულტურულ-საყოფაცხოვრებო სექტორის გამგედ და მაუდის ფაბრიკის ნაბეჭდი გაზეთის "წითელი ფეიქრის" რედაქტორად. ამ პერიოდში იგი ხშირად სტამბავდა წერილებს, რეცენზიებსა და ნარკვევებს. პედაგოგიური ტექნიკურის დამთავრებიდან ერთი წლის შუალედის შემდეგ (1933 წ.) სევერიანმა სწავლა განაგრძო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. იგი ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა მეორე გამოშვებაში შედიოდა. სტუდენტობის დროს (1935-1937წლებში) ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას 24-ე საშუალო სკოლაში, ინსტიტუტის დასრულების შემდეგ კი - ქვიტირის საშუალო სკოლაში. ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მწერალთა სექციას. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 1938 წელს (ოქტომბერში) ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, ამავე წლის დასასრულს ერთი თვით მიავლინეს მოსკოვში ახალგაზრდა მწერალთა საკავშირო შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად.
ნაწარმოებები : ბმულები : |
ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.">გარდაიცვალა ბარბარე ჯორჯაძე სრული კალენდარი |

Loading
