ავტორების სია » გიორგი ქუჩიშვილიდაიბადა : 30.10.1886 წ გიორგი ანდუყაფარის ძე ჩხეიძე (ქუჩიშვილი) დაიბადა 1886 წლის 30 (17) ოქტომბერს თელავის მაზრის, ვარდისუბნის თემის, სოფელ მერეში. ბავშვობის პირველი წლები მშობლიურ სოფელში გაატარა. 1894 წელს შორეულმა ნათესავმა მაშო ლოპატომ, ვითომდა სასწავლებელში მოწყობის მიზნით, იგი თბილისში წამოიყვანა. მაგრამ "კეთილისმყოფელმა ნათესავმა" ობოლი ბიჭი ხელზე მოსამსახურედ გაიხადა. საზაფხულოდ ჩასულმა გიორგიმ დედას დაწვრილებით მოუთხრო, თუ როგორ ასრულებდა მაშო ლოპატო თავის დაპირებას. გულის სიღრმემდე თავმოყვარეობაშელახულმა სალომემ ნათესავის "მზრუნველობაზე" უარი თქვა. ობლებისათვის კარგი სწავლა-განათლება რომ მიეცა, იგი მალე მთელი ოჯახით თბილისში გადმოსახლდა. გიორგი ავლაბრის სამოქალაქო სასწავლებელში მოაწყვეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, სწავლის ფულის დროზე შეუტანლობის გამო, იგი სასწავლებლიდან გამორიცხეს. სწორედ ამ დღიდან იწყება მისი ბაყალთან და მენახშირესთან მოჯამაგირეობა. იგი ეწყობა თბილისის ბოტანიკურ ბაღთან არსებულ პრაქტიკულ საბალანსო ორწლიან სკოლაში, რომელსაც წარმატებით ამთავრებს. აქ 1898 წელს დაარსებულ მოსწავლეთა არალეგალურ-მარქსისტული წრის წევრი ხდება. მალე ქუჩიშვილი მუკუზანში მიდის და საუფლისწულო მამულში იწყებს მუშაობას. იგი ხელისუფლების საწინააღმდეგო მოღვაწეობისთვის მალე სამუშაოს კარგავს და კვლავ თბილისს ბრუნდება. 1906 წელს შაპიროგრაფზე იბეჭდება ახალგაზრდათა არალეგალური ჟურნალი ''ჩვენი დროშა''. მარალია, ამ ჟურნალის ტირაჟი ორმოც ცალს არ აღემატებოდა, მაგრამ კითხვით მას დიდძალი ახალგაზრდობა კითხულობდა. სწორედ ამ ჟურნალში გ. ქუჩიშვილი ბეჭდავს თვითმპყრობელობის საწაინააღმდეგო პირველ ლექსს. ამ დროიდან გამოდის გ. ქუჩიშვილი ფართო შემოქმედებით გზაზე. 1914 წელს ზედიზედ იბეჭდება მისი ორი წიგნი. თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო ლექსების გამოქვეყნებისათვის მასზე კიდევ უფრო აძლიერებენ პოლიტიკურ მეთვალყურეობას. 1914 წელს გ. ქუჩიშვილი კვლავ დააპატიმრეს და ქუთაისის საგუბერნიო ციხეში მოათავსეს, საიდანაც ამხანაგების დახმარებით ახერხებს გათავისუფლებას. 1946 წელს, 25 ნოემბერს, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში აღინიშნა გ. ქუჩიშვილის დაბადების მე-60 წლისთავი. პოეტი ავადმყოფობის გამო არ დასწრებია საღამოს, ლოგინად ჩავარდნილი რადიოთი ისმენდა გულთბილ სიტყვებს და მილოცვებს. ეს იუბილე იყო გ. ქუჩიშვილის ცხოვრების ლამაზი ბოლო სიტყვა. იგი გარდაიცვალა 1947 წლის 20 იანვარს. დასაფლავებულია ქართველ მწრალთა და მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ბმულები : |
ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.">გარდაიცვალა ბარბარე ჯორჯაძე სრული კალენდარი |

Loading
