ავტორების სია » გიორგი შატბერაშვილიდაიბადა : 14.04.1910 წ გიორგი ივანეს ძე შატბერაშვილი დაიბადა 1910 წლის 14 აპრილს თბილისში, სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1928 წელს, მან სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ ისტორიამ უფრო გაიტაცა და უნივერსიტეტი 1932 წელს ისტორიკოსის დიპლომით დაამთავრა. გიორგი შატბერაშვილმა მოწაფეობაშივე გამოამჟღავნა პოეტური ნიჭი და დაიწყო ლექსების წერა. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1925 წელს გაზეთ „მოწაფის ხმაში", რომლის რედაქტორი იყო შოთა ძიძიგური. გ. შატბერაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1929 წლიდან. მისი ლექსების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1932 წელს. ახალგაზრდა მწერალი აქტიურად ჩაება ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში. სიჭაბუკეშივე სცადა კალამი დრამატურგიაში. დაწერა პიესა ''დუშმანი", რომლითაც დაინტერესდა დიდი რეჟისორი სანდრო ახმეტელი. 1934 წელს მან ხსენებული პიესა რეჟისორ შალვა აღსაბაძეს დაადგმევინა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. 1933 წელს დაწერა ლექსი ''წერილი ახალგაზრდობას", რომელიც პიესა ''დუშმანთან" ერთად გახდა ავტორის დაპატიმრებისა და შემდეგ კი შუა აზიაში, კერძოდ, ალმა-ატაში გადასახლების მიზეზი. გაათავისუფლეს 1936 წლის მაისში, თუმცა ჩამორთმეული ჰქონდა თბილისში ცხოვრებისა და ნაწარმოებების გამოქვეყნების უფლება. გადასახლებიდან დაბრუნებული გიორგი შატბერაშვილი გაემგზავრა კასპის რაიონში. ცხოვრობდა კავთისხევში, თვალადში (შატბერაშვილების უბანში). რვა წლის განმავლობაში (1936-1944 წ.წ.) სოფლებში ქვემოჭალასა და კავთისხევში, ასევე კასპში, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, რუსულ ენას, ისტორიას. 1944 წელს, სასჯელის მოხდის შემდეგ, გიორგი შატბერაშვილმა უფლება მიიღო, დაბრუნებულიყო თბილისში და გაეგრძელებინა შემოქმედებითი საქმიანობა. 1945 წელს თბილისის მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაიდგა გიორგი შატბერაშვილის პიესა ''ფიქრის გორა", ამ პიესას მოჰყვა ''რკინის პერანგი " და ''ძველი სახლი ", რომელთა დადგმა 1947-1948 წლებში განხორციელდა კვლავ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, აგრეთვე დაიდგა პიესა ''უცნობი ქალი". ბევრი საინტერესო მოთხრობა შექმნა მწერალმა. მან 1949 წელს მკითხველს პირველ ჭაშნიკად შესთავაზა მოთხრობების წიგნი ''უკვდავი ფესვი". 1953 წელს მოხდა რეპრესირებულთა რეაბილიტაცია. რეაბილიტირებულთა შორის იყო გიორგი შატბერაშვილიც. გიორგი შატბერაშვილისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სიცოცხლის უკანასკნელი წლები. ქართული წიგნის თაროებს ზედიზედ შემატა: მოთხრობები (1954 წ.), ''აიმ მთაზედა", ''სამაია" (1956 წ.), წერილებისა და ნარკვევების კრებული ''ნაფიქრი" (1959 წ.), ''მკვდრის მზე " (1960 წ.), ''ჩემს ძველ სახლში" (1960 წ.), პიესები (1963 წ.); საბავშვო წიგნები: ''კარგი ბიჭი" (1949 წ.), ''მტკვრის სათავისკენ" (1951 წ.), ''სათაფლია" (1958 წ.), ''ხილთა ქება" (1961 წ.), პოემა ''ზაფხულის ღამის ქრონიკები" (1963 წ.), ''ჭაშნიკი" (1964 წ.). ერთგვარი შემოქმედებითი ანგარიში იყო 1962 წელს გამოცემული ვრცელი კრებული ''პოეზია, პროზა". 1970 - 1975 წლებში გამომცემლობა ''საბჭოთა საქართველომ" გამოსცა გიორგი შატბერაშვილის თხზულებათა ოთხტომეული. 1960 წელს მკითხველისთვის უკვე დაღვინებული მწერლის მიერ შემოთავაზებული შესანიშნავი მოთხრობა ''მკვდრის მზე" გამოქვეყნებისთანავე ითარგმნა რუსულ ენაზე და მოსკოვში დაიბეჭდა რუსი მწერლის ნიკოლოზ ტიხონოვის წინასიტყვაობით. გიორგი შატბერაშვილი იყო მკვლევარი - ფილოლოგი, ამავე დროს ფოლკლორისტი და ენათმეცნიერი, წლების მანძილზე მუშაობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების (''დროშა", ''ცისკარი " ) რედაქციებში. გარდაცვალებამდე იგი ჟურნალ ''მნათობის" რედაქციაში პროზის განყოფილებას განაგებდა. სხვადასხვა წლებში იყო მწერალთა კავშირის კონსულტანტი, ახალგაზრდა მწერლებთან მომუშავე კომისიის ხელმძღვანელი (1953 წლიდან), პროზაიკოსთა სექციის თავმჯდომარე, არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრად. 1964 წელს გამომცემლობა ''ნაკადულმა" გამოსცა გ. შატბერაშვილის რჩეული ლექსების კრებული ''გზა, განვლილი გზა". გარდაიცვალა 1965 წლის 20 აპრილს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ნაწარმოებები : ლექსი : არსენა ყაჩაღი დედა ენა ძველ ლექსებს ერთი გოგო მიყვარდა გაიმინდვრა გაზაფხული მუხრანის ველზე გმირის სურათთან იბერის ლექსი ჟამი ესეცა წარვლის... მამა-პაპათა საფლავზე მე ვინა მთქვა.. მეც მესხი ვიყავ... მტკვარზე გამოჩნდნენ ნავები მზის დაბნელება სართიჭალაში ნანა. მეშვიდე ომგადახდილს ქართლი ქართველი ველზე რთველი ძველ საქართველოში სამოვრის მიწა საქართველო საქართველოს ცას სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე თბილისის ქება თვალადური რთველი უთქმელი ლექსი ყვავილის მიწა დიდ ხელებს არა ქართული ენა როცა ვერ გხედავ, მინდა გიმზერდე... ჩვენი უღელი... მშვიდობისა შენი ქება მქონია... იმ მშვენიერ გაზაფხულს... სიყვარულსა მალვა უნდა? შვილის დალოცვა დედის ეზოში ვარდფენობა მე მსურდა მეთქვა ლექსი დაუსტამბავი როგორ, როდის, საიდან... განშორების ჟამს მე ჩქარა წავალ... შენც გაიგე და აქვითინდი... შუადღე კატა ოდისევსის სიმღერა ნუ სძრახავ ლექსის მარილი ტივისხე მომინდა სიმღერა იმღერე, ბიჭო! ავთანდილ ღოღობერიძეს სპექტაკლის შემდეგ მზე კალენდარზე წერილი ახალგაზრდებს შვიდმაისი წვიმის შემდეგ მზის დაბადება ანალათ აღსარება წინაპარ პოეტს ნატო ვაჩნაძე ტიციან ტაბიძის გახსენება გურამიშვილის საფლავზე არსენას ლექსი რუხის ციხესთან ალექსანდრე ჯაფარიძის ეპიტაფია ჭავჭავაძიანთ ბანზე ერეკლე მეფის ანდერძი მაქსიმ გორკი აკაკის ფანტაზია ამის დამწერი ჩემი ეპიტაფია ა იმ მთაზე თოვლიანზე... ადრეა სამაია დავიწყებული სიყვარული ისევ მოვიდა... სიყვარული მოგონება საკალმასო მცხეთის გზაზე ზღვის პირას იცოდე... მე რა მეჩქარება... წლები მიდის, ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხდებით... გვიანი ყვავილები მოვდივარ მე ვემდურები... თეთრო შინდო... თამარის დაკარგვა ვარდის ქალაქში მინდოდი, გინდოდი ჩემი გულის გამლექსავს მარინა გრანატკინას თითქმის...მუხამბაზი შენ გიმზერდე ისეთი დღე უცბად ნათქვამი თებერვალი ია გამარჯვების დილა ქართველ ქალებს ასახელებს აი მზიას კარ-მიდამო პატარა კი არ გეგონოთ... აპრილი სამზადისი თიბათვე მკათათვე ოქროს ყანა კალოობა მოვდივართ, მოგვიხარია პირველი დღე სკოლაში ვინ იცინის, ვინ ტირის? ჯერ ისწავლოს, იბეჯითოს წერილი კლასის დამრიგებელს ზამთრის პირს ჩემი სოფელი მზე, მთვარე და ქარი ზაფხულის ღამის ქრონიკა ხილთა ქება ესეისტიკა : ბარნოვის თქმით... ბასილ მელიქიშვილი გალაკტიონის წლისთავზე გერონტი ქიქოძე გიგო მაღალაშვილი ეპისტოლარული : ჩემი პირველი მსაჯული დასაწყისი, დასასრული და სათაური დედა დაჰყურებდა დედაქალაქს დიდი პოეტის ხუმრობა და...კავთისხევი ძველი თეატრონის შემდეგ... გიორგი მეფის სამძიმარი გიორგი სააკაძე ხალხის ხსოვნაში გურამ რჩეულიშვილი ღვარძლის მთიბავი ისევ `გერი` ისევ შეკვეთილი ისევ ხარება კავთა კავთისხევი და ქვათახევი კვირია - ცისკარი ლექსი და სახლი მოგერისები და გერი მოთქმით ტირილი მუდამ მღელვარე მუსიკა ჩვენი სულისა ნარბილი პოეტური შემღებანი ქართული სახარების მარკოზისა და იოვანეს თავის თავისებურებანი საფალავნო ქვა სამი ძმის ქორწილი და კონსტანტინეს შეგონებანი სათრეველი თუ სართეველი? შეკვეთილი შინაბერა ვახსენოთ, ვუთხრათ ქება... წამოგონება წარმართული ხარება ხაჭმაჭიჭა ჭიჭდებოდა ხარება და თხრობა ხარება ბალადა ქართველი მოყმისა და ყივჩაღისა ბალადის ვარიანტები და შენიშვნები მესხური სუფრული უბის წიგნაკიდან თვალადური ქართული ჭაშნიკი პიესა : ძველი სახლი ფიქრის გორა რკინის პერანგი უცნობი ქალი ბმულები : |

Loading
