ავტორების სია » კიტა აბაშიძედაიბადა : 16.01.1870 წ კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე (დაბ. 16 იანვარი, 28 იანვარი, 1870, სოფ.ლესა, ახლანდელი ლანჩხუთის რაიონი - გარდ. 17 დეკემბერი, 30 დეკემბერი, 1917, თბილისი), ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1901) და ლიდერთაგანი. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1889) პარიზში ისმენდა ლექციებს ფილოსოფიასა და ხელოვნების თეორიაში. 1890-1895 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1895 წლიდან მუშაობდა თბილისის "საკონტროლო პალატაში", შემდეგ - მომრიგებელ მოსამართლედ ჯერ რაჭის მაზრაში, მერე ჭიათურაში. 1901-დან იყო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს "საურთიერთო ნდობის ბანკის" თავმჯდომარე, შემდეგ - შავი ქვის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბოლოს - თავმჯდომარე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის წევრი და ამიერკავკასიის განათლების კომისარი. ნაწარმოებები : ლიტერატურის ისტორია : ესთეტიკის და ლიტერატურის თეორიის საკითხები ლიტერატურული კრიტიკა : ესთეტიკის და ლიტერატურის თეორიის საკითხები პუბლიცისტიკა : ესთეტიკის და ლიტერატურის თეორიის საკითხები ბმულები : |
ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.">გარდაიცვალა ბარბარე ჯორჯაძე სრული კალენდარი |

Loading
