ავტორების სია » იოსებ დავითაშვილიდაიბადა : 01.07.1850 წ დავითაშვილი იოსებ სიმონის ძე (1. VII. 1850, სოფ. გარდატენი, ახლანდელი გორის რაიონი - 13. III. 1887, თელავი), ქართველი პოეტი. დაიბადა ყმა გლეხის ოჯახში. მან ხანმოკლე შემოქმედებით მოღვაწეობის მანძილზე (1872 - 1887 წწ.) რამდენიმე ათეული ლექსი დაწერა. მისი მოქალაქეობრივ-პატრიოტული ლირიკა "თერგდალეულთა" ზეგავლენითაა აღბეჭდილი ("წუთისოფელში ცხოვრება", "ახალ მოლექსეს" და სხვ.). პოეტის ზოგი ლექსი სიმღერად იქცა ("სამშობლო"; "მუშის სიმღერა"; "ბედის წყარო" და სხვ.). ჩაგრულთა ხსნის ერთადერთ პირობად პოეტს ცოდნის შეძენა მიაჩნდა. ცოცხალი სასაუბრო მეტყველება, გულწრფელობა და უშუალობა ი. დავითაშვილის ლექსებს ხალხურ პოეზიასთან აკავშირებს. თხზ.: თხზულებათა სრული კრებული, თბ., 1951. |
ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.">გარდაიცვალა ბარბარე ჯორჯაძე სრული კალენდარი |

Loading
