Loading



ავტორების სია » ჟიულ ვერნი


დაიბადა : 1828 წ
გარდაიცვალა : 1905 წ

ფრანგი მწერალი, მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო პიესების წერით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია (ვოდევილი ''შეუწყვეტელი მეგობრობა'' (1850 წ.). 50-იანი წწ. დასასრულს გადაწყვიტა შეექმნა მეცნიერული რომანი, რომელიც, მისივე თქმით, შეაერთებდა გუშინდელ რომანტიზმს დღევანდელ რეალიზმთან და ხვალინდელი დღის სიმბოლოსთან. მან დაიწყო მეცნიერული დარგების საფუძვლიანი შესწავლა. აქვეყნებდა მოთხრობებს, პოპულარულ ნარკვევებს, წერილებს, სახელი მოუხვეჭა 1862 წ. გამოქვეყნებულმა რომანმა ''ხუთი კვირა საჰაერო ბურთზე'', ამის შემდეგ ჟიულ ვერნმა შექმნა ''არაჩვეულებრივი მოგზაურობის'' 65-ტომიანი ისტორია, რომელშიც გაერთიანდა არაერთი მეცნიერულ-ფანტასტიკური, სათავგადასავლო, გეოგრაფიული და სოციალურ-სატირული რომანი თუ მოთხრობა. მსოფლიო აღიარება მოუპოვეს რომანებმა: ''მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ'' (1869 წ), ''დედამიწიდან მთვარისაკენ'' (1865 წ), ''მთვარის გარშემო'' (1869 წ), ''კაპიტან გრანტის შვილები'' (1967წ), ''80 000 კმ. წყალქვეშ'' (1969 წ), ''საიდუმლო კუნძული'' (1875 წ), ''15 წლის კაპიტანი'' (1878 წ) და სხვ.

ნაწარმოებები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations