ავტორების სია » რევაზ ინანიშვილიდაიბადა : 20.12.1926 წ რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი ( 20 დეკემბერი, 1926, სოფ. ხაშმი (საგარეჯოს რაიონი) - 26 დეკემბერი, 1991), ქართველი მწერალი. რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში. 1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943-45-ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. მერე სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1947 წ. წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო "სამგორის" არხის მშენებლობაზე. 1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულში". 1966 წელს გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში. 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ ''დილას" რედაქტორი.
მწერალს ეკუთვნის საბავშვო კრებულებიც:
მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები:
რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ნაწარმოებები : მოთხრობა : ბებიას შეგონებანი ანდერძი დავით გონჯილაშვილს ლამაზი ცრემლები ჯანი როდარი ფიროსმანი სად ცხოვრობს მეზღაპრე მეზღაპრეები და ბრძენკაცები დიდთავა ბიჭი და ცისფერთვალა გოგონა გახარებული მზე მორევი წისქვილში რომ წავედი გუგა და ბუბა წალო გველი ჩვენი ქოხის ბანი ჩემი ბავშვობის სკოლა ცამეტი წლის ბიჭი რაზედ იცინოდნენ ყვავილები? წივწივები ზამთარში ცირკის მასხარა ვენახში ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში გვებრალებოდეს კოდალებიც ჩვენი კატაფშატა მელიაშვილი და შოშიაშვილი თეთრი ყანჩა თეთრცხვირიანი და შავცხვირიანი კატა და მე მელია და მე ჩიტუნიას ლოცვა ზამთრის პატარა ილუზიები ნაწიბურები გულზე წიგნი პატარა ბიჭი გოლგოთაზე მი-და-მო გომბორი სკოლაში ოსიაური ბავშვობის უბანი დედა და მამა ბებია - ჩემი მზე ჩვენი წარმომავლობა თოჯინის თვალით ხაშმი ჩემი საწყალი სიყვარული ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე? შიო პაპასი და მისი სახედრის ამბავი ზამთარი ძახილი მთაში შუშის ნამსხვრევი ცისარტყელა დედუნა განთავისუფლებული წყალი ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი შორი თეთრი მწვერვალი შველი ზამთარში გუთნის სალესავი ლომა და ნიკორა ქვების სუნი და გემო ჩვენი ფურდედო მაისა მგლის მოკვლა მარტოობა ფშა მუხა ტყის შვილები ზეიმი სხვენში შეშაზე უკუღმა დაჭედილი თოთია ჩამოვიდა ბიბო ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები ლოჭინში ხორასნელი ჭაბუკი ქარი რომ უბერავდა და თან წვიმდა ჩვენი ხევი უშიშა პაპას ამბავი ზამთრის ზღაპარი კუკრუჭანები მათიკო გათხოვდა თოთიაურების კუნძული კეთილი მიწა ბაია მირანდუხტ ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა ეთერი მგლის ლეკვები კიტრის ქურდი ოჩოპინტრე ბღუკები ცეტები კაცები უშიშარი ბიჭი იოსება მეიარაღის გოგონას ამბავი ყინულის პაპის საჩუქარი საახალწლო მოთხრობა გოგონა - ღამე რომ შეუყვარდა ჩემი წარმომავლობა ბმულები : |

Loading
