ავტორების სია » დანიელ ჭონქაძედაიბადა : 1830 წ ჭონქაძე დანიელ გიორგის ძე (1830, სოფ. ყვავილი, ახლანდ. დუშეთის რ-ნი - 16. 07.1860, თბილისი), ქართველი მწერალი. დანიელ ჭონქაძე 1839 - 1845 წლებში სწავლობდა ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებელში. 1851 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. დ. ჭონქაძე ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ერთადერთი ნაწარმოებია მოთხრობა "სურამის ციხე" ("ცისკარი". 1859 - 1860 წწ.). იგი პირველი მწერალია, რომელმაც თვალნათლივ დაანახა ყველას ბატონყმური უღლის სიმძიმე და ბრძოლისაკენ მოუწოდა ჩაგრულ გლეხობას. "სურამის ციხეში" აისახა საქართველოში სავაჭრო ბურჟუაზიის წარმოშობის პროცესიც. მოთხრობის ენა სადა, ხალხის სასაუბრო ენაა. დ. ჭონქაძეს დაწყებული ჰქონდა მოთხრობა "ვისი ბრალია"?, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ტუბერკულოზით გარდაცვლილი მწერლის ხელნაწერები მის ახლობლებს დაუწვავთ. ნაწარმოებები : ბმულები : |
ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.">გარდაიცვალა ბარბარე ჯორჯაძე სრული კალენდარი |

Loading
