Loading



ავტორების სია » ალექსანდრე ცირეკიძე


დაიბადა : 1894 წ
გარდაიცვალა : 1923 წ

ალექსანდრე გიორგის ძე ცირეკიძე დაიბადა 1894 წელს ქ. ქუთაისში. 1912 წელს დაამთავრა   სასწავლებლის სრული კურსი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1914 წელს შეეყარა ტუბერკულიოზი და ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადავიდა კიევის უნივერსიტეტში, სწავლობდა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მისი სადიპლომო გამოკვლევა იყო ბაგრატის ტაძარი. 1916 წელს დაუახლოვდა ''ცისფერყანწელებს''.

20-იან წლებში ჩამოაყალიბა მწერალთა გართიანება  ''მწერალთა საგამომცემლო კოოპერატივი'', ამავე პერიოდში დააარსა გამომცემლობა ''კირჩხიბი'', 1919 წელს შეადგინა   ''ახალი მწერლობის ანთოლოგია'', 1921 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი ''მთვარეულები'', მცირე ხნით რედაქტორობდა ჟურნალ  ''მშვილდოსანს'', 1919 წელს თარგმნა და გამოსცა სტეფან მალარმეს ''ლექსები და პროზა'', ასევე თარგმნა შარლ ბოდლერის პოემები პროზად, ოსკარ უაილდის ზღაპრები.

გარდაიცვალა 1923 წელს, ზაფხულში. ცისფერყანწელების მიერ დაიკრძალა ვერის სასაფლაოზე.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations