ავტორების სია » ჯონ კიტსიდაიბადა : 31.10.1795 წ ჯონ კიტსი დაიბადა 1795 წლის 31 ოქტომბერს, შეძლებული ლონდონელი მოქალაქის ოჯახში. 8 წლისა იყო, მამამისი უბედურმა შემთხვევამ რომ იმსხვერპლა, ხოლო 14 წლისას დედაც გარდაეცვალა. სწორედ დედისგან მიიღო მომავალმა პოეტმა მძიმე მემკვიდრეობად ჭლექი, რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა. პატარა ჯონი ენფილდში, კლარკის სკოლაში სწავლისას, თავდაპირველად თითქოს არაფრით გამოირჩეოდა თანატოლებისგან. 1810 წელს ჯონ კიტსი მეურვემ სკოლიდან გამოიყვანა და ქირურგს მიაბარა შეგირდად. 1815 წელს ჯონმა გაისს საავადმყოფოს სასწავლებელში განაგრძო სწავლა, მომდევნო წელს კი გამოცდებიც ჩააბარა და ექიმის წოდება მიენიჭა, თუმცა ექიმად არასოდეს უმუშავია_ მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლე პოეზიას მიუძღვნა, კიტსი, რომელიც ყოველგვარ ცოდნას აფასებდა, სულაც არ ნანობდა, რომ სამედიცინო განათლება მიიღო. პოეტობის სურვილი ჯონ კიტსს სპენსერის ”ფერიების დედოფალის" წაკითხვამ აღუძრა. პირველი ლექსი კიტსმა 1814 წელს დაწერა , რომლის სათაურია ”ლინეს ინ იმიტატიონ ოფ სპენსერ". 1818-1819 წლების მიჯნაზე, ზამთარში, კიტსი უმთავრესად პოემა ”ჰიპერიონზე" მუშაობდა. 1819 წელსვე დაწერა პოემა ”წმ. მარკოზის დღესასწაულის წინ", ამასთან დაასრულა ძველებურ მითზე აგებული პოემა ”ლამია", რომელშიც გადმოცემულია კონფლიქტი ილუზოლურ სილამაზესა და ცხოვრებისეულ სინამდვილეს შორის. 1820 წლის ივლისში გამოქვეყნდა ჯონ კიტსის მეორე კრებული, რომელშიაც შევიდა მისი თითქმის ყველა საუკეთესო ნაწარმოები. კიტსის სხვა თხზულებებიდან ახსანიშნავია პოემების "ჰიპერიონი"(1818-19), ”ლამია "(1819). ”წმინდა აგნესის წინა დღე"(1820), ოდები ”ოდა ბულბულს", ”ოდა შემოდგომას"(ორივე 1820) და სხვ. კიტსის მხატრულმა ძიებებმა დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო თაობათა ბევრი პოეტის შემოქმედებაზე. შელიმ კიტსის ხსოვნას მიუძღვნა ელეგია ”ადონაისი"(1891). კიტსის ლექსების პატარა კრებული ჩარლზ და ჯეიმზ ოლიერებმა გამოსცეს და ჯონი ლონდონიდან გაემგზავრა, რათა ,,ელნდიონის" ჩაჯდომოდა ”ენდიმიონი" 1818 წელს დაიბეჭდა, იმავე წელს დაიწერა ”იზაბელა". ჯონ კიტსი, რომელიც გრძნობდა, რომ ინგლისის სუსხიან ზამთარს ვეღარ გადაიტანდა, იტალიაში გაემგზავრა თავის მხატვარ ჯოზეფ სევერნთან ერთად. პოეტმა უარყო შელის წინადადება, რომ პიზაში სწვეოდა და იქ მასთან დაბინავებულიყო. კიტსი რომში დაბინავდა, სადაც 1821 წლის 23თებერვალს გარდაიცვალა. ბმულები : |
ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.">გარდაიცვალა ბარბარე ჯორჯაძე სრული კალენდარი |

Loading
