Loading



ავტორების სია » მორის ფოცხიშვილი



საუკუნე

მორის ფოცხიშვილი დაიბადა თბილისში. 1954 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1979-82 წლებში იყო ჟურნალ ''ცისკრის" რედაქტორი, 1983-87 წლებში - გამომცემლობა ''ნაკადულის" დორექტორი. 1987 წლიდან მუშაობდა წიგნის პალატის დირექტორად. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1950 წ. პირველი პოეტური კრებული „ალუბლები წვიმაში" - 1957 წ. ამას მოჰყვა მისი შემოქმედებისათვის მნიშვნელოვანი კრებულები: ''ხმა" (1966), ''რწმენა" (1970), ''შენითა" (1983), ''შენ სიყვარულო, შენ" (1991), „სანთელ-საკმევლისა" (1998) და მრავალი სხვა კრებული თუ ერთტომეული. იგი ლაურეატია ნ.ოსტროვსკის, გ. ტაბიძის, ა. წერეთლის, ზვიოზდოსლავის, ო. თუმანიანის სახელობისა და სახელმწიფო პრემიებისა. მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი (1983).

მ. ფოცხიშვილი ნაყოფერად მუშაობდა საბავშვო ლიტერატურაში. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე, მათ შორის გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, უნგრულ, პოლონურ და სხვა ენებზე. პოეტის არაერთი ლექსი საფუძვლად დაედო ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს.
პოეტი დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში.

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations