ავტორების სია » ჰარიეტ ბიჩერ სტოუდაიბადა : 1811 წ ამერიკელი მწერალი ქალი, ამერიკულ ლიტერატურაში რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იყო პურიტანი, მოძღვრის ქალიშვილი და ღვთისმეტყველების პროფესორის ცოლი. 13 წლიდან მასწავლებლობდა. 30-იან წლებში დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. XIX ს.-ის შუა წლებში შექმნა პლანტატორულ სამხრეთში ზანგების ცხოვრების ამსახველი რომანი ''ბიძია თომას ქოხი'' (1852) რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში. იგი აბოლიციონისტური ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად და ერთ-ერთ საუკეთესო საბავშვო წიგნად ითვლება. ''ბიძია თომას ქოხის გასაღები'' (1853) მონათმფლობელობის მამხილებელი დოკუმენტური წიგნია. რომანი ''დრედი, საზარელი ჭაობის ამბავი'' (1856) ასევე მონობას ეხება. ბიჩერ სტოუს ეკუთვნის აგრეთვე საყოფაცხოვრებო სოციალური რომანები: ''მღვდლის ნიშნობა'' (1859), ''კუნძულ ორის მარგალიტი'' (1862),''ოლლდტაუნელები'' (1869) ''ჩვენ და ჩვენი მეზობლები'' (1875), ნარკვევებისა და მოთხრობების კრებული ''მეიფლაუერი'' (1843), რემ სოუსონის მიერ ბუხრის პირას ნაამბობი მოთხრობები - 1872წ. ნაწარმოებები : |
ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.">გარდაიცვალა ბარბარე ჯორჯაძე სრული კალენდარი |

Loading
