ავტორების სია » დავით ჩხეიძედაიბადა : 1890 წ ქართველი მწერალმა დავით ჩხეიძემ დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რევოლუციური მუშაობისათვის ბაქოში გადაასახლეს. 1915-178 მასწავლებლობდა იქაურ გიმნაზიაში, 1917-33 წლებში მუშაობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1933-37 კი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1933-34 იყო ქუთაისის თეატრის დირექტორი. პირველი წიგნი - ნოველებისა და ლეგენდების კრებული ''შემოდგომის ცრემლები'' 1918 წ. გამოქვეყნდა. დ. ჩხეიძის ძირითადი ნაწარმოები რომანი ''გიონ დარნა'' 1929 წ. გამოვიდა. მის სიცოცხლეშივე გამოსცა პროზაული კრებული ''ორბი'' 1933. თავკაცობდა ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებას, იყო საქართველოს მწერალთა კავშირის (1926-28), საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის (1928-32), საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის (1932-37) ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე. დ. ჩხეიძეს ეკუთვნის პიესები: ''ურაგანი'', ''ბეთქილი'', ''ბაილი'', ''ნაირმალი''. |
ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.">გარდაიცვალა ბარბარე ჯორჯაძე სრული კალენდარი |

Loading
