Loading



ავტორების სია » არჩილ ჯორჯაძე


დაიბადა : 1872 წ
გარდაიცვალა : 1913 წ

ქართველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე, პუბლიცისტი. 1881-85 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შმდეგ- თბილისის I გიმნაზიაში. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლობდა ვარშავაში. აქ სცადა ფარული საზოგადოების ''საქართველოს თავისუფლების  ლიგის'' დაარსება. 1893 წ. დაბრუნდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. მონაწილეობდა ფილოსოფიურ წრეში. 900-იანი წწ.-ის დასაწყისში დაბრუნდა საქართველოში. 1901 წლიდან ჯერ გაზეთ ''ცნობის ფურცლის'' თანამშრომელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო, იღვწოდა საქართველოში ახალი პარტიის შესაქმნელად, იყო საქართველოს სოც.-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი. 1902 წ. გაემგზავრა საზღვარგარეთ, ლექციებს ისმენდა პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, ინგლისსა და შვეიცარიაში სწავლობდა სოციოლოგიას, მისი ინიციატივით საფრანგეთში გამოდიოდა გაზეთი ''საქართველო'', 1905 წ. დაბრუნდა საქართველოში. თანამშრომლობდა გაზეთებში: ისარი, ამირანი და სხვა. 900-იან წწ-ში გამოქვეყნდა ჯორჯაძის თხზულებანი: სამშობლო და მამულიშვილობა, მასალები ქართველი ინტელიგენციის ისტორიისათვის და სხვა.

ა. ჯორჯაძის ზოგადფილოსოფიური პოზიციიდან გამომდინარეობდა მისი ისტორიული კონცეფციაც. აკრიტიკებდა ნ. ჟორდანიასა და სხვებს საქართველოს ისტორიისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო. XIX ს.-ის I ნახევრის აჯანყებებს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებად მიიჩნევდა.
ა. ჯორჯაძე დაკრძალულია დიდუბის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations