ავტორების სია » გიორგი ლასხიშვილიდაიბადა : 1866 წ გიორგი ლასხიშვილი იყო ქართველი პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი. ქართული კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1885) სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია, დაითხოვეს სტუდენტთა მღელვარებაში მონაწილეობის გამო. გ. ლასხიშვილი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ციმბირში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1894) მუშაობდა ''ივერიის'' რედაქციაში, სადაც ''ლალის'' ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე თანამშრომლობდა ''ნოვოე ობოზრენიეში'', ''მოამბეში'', ''კვალში''. 1900-დან იყო ''ცნობის ფურცელის'' ფაქტობრივი რედაქტორი. 1905 წ. პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ ''საქართველოს'' ერთ-ერთი რედაქტორი. 1934 წელს გამოიცა მისი მემუარები.
ნაწარმოებები : |
ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.">გარდაიცვალა ბარბარე ჯორჯაძე სრული კალენდარი |

Loading
