Loading



ავტორების სია » მაყვალა მრევლიშვილი



საუკუნე

ქართველი პოეტი. პირველი ლექსი ''წერილი აბასთუმნიდან'' გამოაქვეყნა 1927 წ. პირველი წიგნი ''ლექსები'' გამოსცა - 1940 წ. იმთავითვე მიიპყრო ყურადღება მისმა პოემამ სამამულო ომის თემაზე ''ჭირნახული'' (1942-45), ლექსთა კრებულებმა ''ქართვლის უბეში'' (1950 წ), ''ლექსები'' (1958 წ), ''გულისა'' (1961 წ), ''ჩემი ზეკარი'' (1960 წ), პოემამ ''მზისკენ'' (1962 წ).

საგულისხმოა მისი ღვაწლი თანამედროვე ქართული საბავშვო მწერლობის განვითარებაში. ბავშვთა საყვარელი წიგნები გახდა კრებულები: ''ჯეჯილი'' (1949 წ), ''დილა მშვიდობისა'' (1950 წ), ''ჩიტო-ჩიტო'' (1956 წ), ''კიკლი-კიკლი კიბესა'' (1957 წ), ''მე და დედა''  (1961 წ), ''დიმპიტაური'' (1962 წ) და სხვ. პოემები: ''ჭანჭიკელა'' (1958 წ), ''გოგია და ტოლია'' (1955 წ), ''ბიჭი-ბიჭანჭური'' (1959 წ), 1961 წელს თარგმნა და გამოსცა ლიტვური ზღაპარი ''მზის დამხსნელი'', დე კოსტერის ''უდენშპიგელის ლეგენდა'' (1968 წ), ფრანგული ხალხური საბავშვო ლექსები ''თამაშ-თამაშ'' (1971 წ).

ბმულები :



საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations