ავტორების სია » შოთა ჩანტლაძედაიბადა : 13.06.1928 წ შოთა ჩანტლაძე დაიბადა 1928 წლის 13 ივნისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო აკეთში (დედის სოფელი). პოეტმა ადრეული ბავშვობა (7 წელი) სოფელში, ზემო ბჟოლეთში (ლანჩხუთის რაიონი), გაატარა. 1934 წელს ჩანტლაძეების ოჯახი ჩოხატაურიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. გარდაიცვალა 1968 წლის 29 ნოემბერს, ღამის 11 საათზე, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე მე-3 საავადმყოფოში ბრმანაწლავის დაგვიანებული ოპერაციის შემდგომი გართულებების გამო. პირველად შოთა ჩანტლაძის ლექსები მუხრან მაჭავარიანმა დაბეჭდა. არ ჩქარობდა თავისი კრებულის გამომზეურებს. დღემდე პოეტის ოთხი კრებული დაისტამბა. მათ შორის-"თენდება, ღამდება" (1984 წელი) და "შოთა ჩანტლაძე" (1998 წელი, რედაქტორი იზა ორჯონიკიძე. კრებული მომზადებულია გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საარქივო მასალაზე დაყრდნობით). ნაწარმოებები : მოთხრობა : მით უფრო ქალი ერთი შემთხვევა ჭადრაკის მსხვერპლი სქოლიო სათი იგავ-არაკი : იგავები ნოველა : მინიატურები ბმულები : |

Loading
