ავტორების სია » ფელიქს ბრაუნიდაიბადა : 1885 წ ფელიქს ბრაუნი (1885-1973) XX საუკუნის ავსტრიული ლიტერატურის კლასიკოსია. იგი ვენაში ხელოვნების ისტორიასა და გერმანისტიკას სწავლობდა, 20-იან წლებში კი გერმანული ლიტერატურის პრივატდოცენტი იყო პალერმოსა და პადუაში. 1939 წელს ინგლისში გადასახლდა, 1951 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა და ხელოვნების ისტორიის, თეატრისა და დრამატურგიის დოცენტი იყო სიცოცხლის ბოლომდე. ბრაუნის რელიგიურ-მეტაფიზიკური ლირიკა რილკეს და ჰოფმანსტალის პოეზიის გავლენით ჩამოყალიბდა. მისი რომანების, პიესებისა და ესსეების მთავარი თემებია ანტიკური სამყარო და ბიბლიური სიუჟეტები, ევროპის ისტორიის საკვანძო მონაკვეთები და თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო ტრადიციულ კულტურულ ღირებულებათა კონტექსტში. მიუხედავად რთული სიმბოლიზმისა და წინა პლანზე წამოწეული მისტიკური შინაარსისა, ბრაუნის პოეზია უაღრესად ემოციური და პოეტურად ნატიფია. 1951 წელს ავტორის ლიტერატურული მიღწევები აღინიშნა ავსტრიის დიდი სახელმწიფო პრემიით, 1965 წელს კი იგი ფრანც გრილპარცერის პრემიით დაჯილდოვდა. |
ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.">გარდაიცვალა ბარბარე ჯორჯაძე სრული კალენდარი |

Loading
