Loading


საატესტატო გამოცდები დაიწყო


23.05.2011

მეთორმეტე კლასელები წელს პირველად საატესტატო გამოცდებს კომპიუტერების საშუალებით აბარებენ. გამოცდა 8 საგანში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა,  უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. სკოლის გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება.

საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირების წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ.

საატესტატო გამოცდები ე.წ. CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ტარდება. CAT-ის სისტემა გულისხმობს ადაპტირებულ ტესტს ორიენტირებულს მოსწავლის      შესაძლებლობაზე.  ასეთი ტესტირება მსფლიოში კარგადაა აპრობირებული თუმცა, საქართველო პირველია, სადაც ასეთი მასშტაბური გამოცდა ცენტრალიზებურად, ერთიანი  მართვისა და კონტროლის პირობებში ტარდება. ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებშია, თითოეულ საგანს ერთი დღე აქვს დათმობილი და მას ყველა მეთორმეტეკლასელი ამავე დღეს,  თავის სკოლაში, რამდენიმე სესიის განმავლობაში აბარებს. პროგრამა  მოსწავლის ცოდნას ინდივიდუალურად აფასებს, შეფასება შეიძლება მოხდეს 15 წუთში, ან მეტ დროში. გამოცდისთვის განკუთვნილი დრო განსაზღვრულია 1 საათი და 40 წუთით.

სატესტატო გამოცდებისათვის მზადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა:  პირველ რიგში, შემოღებული იქნა აბიტურის საათები, სადაც მოსწავლეები საგამოცდოდ მზადებას ყველა საგანში გადიოდნენ, გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებისთვის ყველა საჯარო სკოლაში შეიქმნა ინფრასტრუქტურა და გამართული ინტერნეტმომსახურება, ყველა სკოლა აღიჭურვა კომპიუტერებით, კონკურსის წესით შეირჩა ის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, რომლებიც გამოცდებს ტექნიკურად უზრუნველყოფენ. საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას მეთვალყურეობას უწევენ და ნებისმიერ სკოლაში გამოცდის მიმდინარეობას აკვირდებიან სამინისტროში მოქმედი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ცენტრიდან. 

გარდა ამისა, საატესტატო გამოცდების მნიშვნელობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის  გამოცდები საქართველოში პირველად ტარდება,  სამინისტროს მიერ არაერთი ღონისძიებაა გათვალისწინებული, რათა ყველა მოსწავლის ინტერესი  და უფლებები იყოს დაცული.

 


სიბრიყვე დაავადებაა, რომელსაც არც ერთი წამალი არ შველის.

არაბული ანდაზა



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations