Loading


პირველად ამიერკავკასიაში ახალი კომპიუტერული ქარხანა გაიხსნა


25.07.2011

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, უცხოელ სტუმრებთან ერთად კომპანია ”ალგორითმის” მიერ საერთაშორისო კომპანია ”ინტელთან”(INTEL) პარტნიორობის შედეგად აშენებული კომპიუტერული ქარხანა გახსნეს. მემორანდუმის თანახმად, რომელიც 2011 წლის იანვარში კომპანია ინტელსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდა, აგრეთვე, გადამზადდა 50 ტრენერი.  რომელიც თავის მხრივ გადაამზადებს 3500 მასწავლებელს.  ქარხანაში ამ ეტაპზე პირველკალსელების კომპიუტერების აწყობა და პროგრამების ჩატვირთვა მიმდინარეობს. სწორედ, ამ ქარხანაში აწყობილ ნეტბუკებს - ”ბუკი” 2011-2012 სასწავლო წელს 60 000-მდე პირველკლასელი მიიღებს სახელმწიფოსგან საჩუქრად. პირველკლასელებისთვის კომპიუტერები კომპანია INTEL-თან თანამშრომლობით, მათივე პროგრამებით და ბავშვებისთვის შექმნილი თამაშებით, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა.

ამჟამად ქარხანაში დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულები, რომელთა საშუალო ხელფასი არის 700 ლარი.

ქარხანას აქვს რესურსი, წელიწადში გამოუშვას  დაახლოებით მილიონამდე კომპიუტერი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას საქართველოში დამზადებული კომპიუტერების რეალიზაცია მოხდეს უცხოეთში. აღსანიშნავია რომ, ასეთი მასშტაბების ქარხანა  მთელს ამიერკავკასიაში არის ერთადერთი.

ქარხანას მომავალში შეუძლია  აწარმოოს ყველანაირი სახის კომპიუტერული ტექნიკა, რაც  თავის მხრივ, ხელს შეუწყოს მეტი ადამიანის დასაქმებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

 ქარხანას მაიკროსოფთისგან  მიენიჭა DOEM სტატუსი, რაც გულისხმობს  რომ ქარხანას შეუძლია მაიკროსოფთისგან მარტივად საბითუმო ფასში შეიძინოს ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა. მსგავსი სერვისი სარგებლობს ისეთი ბრენდები როგორიცაა HP, DELL, LENOVO და სხვა. ”Microsoft’’-სა და ,,Intel’’-თან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე აღნიშნული კომპანიები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო მასალებითა და რესურსებითაც უზრუნველყოფენ.

ქარხანას აქვს შეტანილი აგრეთვე განაცხადი ISO სტანდარტზე.




სიბრიყვე დაავადებაა, რომელსაც არც ერთი წამალი არ შველის.

არაბული ანდაზა



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations