Loading


გურიის რეგიონის მოსწავლეებმა პრეზიდენტის საჩუქარი მიიღეს


11.10.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ოზურგეთის №5 საჯარო სკოლაში ლინგოფონის კაბინეტი გახსნა და გურიის რეგიონის  საჯარო სკოლების 21 მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცა.

ოზურგეთის №5 საჯარო   სკოლაში პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა ,,ALUMNI-ის’’ ფარგლებში ლინგოფონის კაბინეტი მოეწყო. კაბინეტის სრული რეაბილიტაცია  და   საჭირო აპარატურით აღჭურვა სკოლის კურსდამთავრებულმა პეტრე ცანავამ განახორციელა.

№5 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან სპეციალურად შეძენილი  ინგლისური ენის შესწავლისათვის საჭირო პროგრამითაც ისარგებლებენ. პროგრამა  ენის სწავლების ეფექტურობის გაზრდას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და მეტყველების განვითარებას ემსახურება.  კაბინეტის  ბიუჯეტი  20 000 ლარს შეადგენს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ  მადლობა გადაუხადა პეტრე ცანავას და  ყველა იმ პირს, რომლებმაც მადლიერების ნიშნად საკუთარ სკოლას  დახმარება აღმოუჩინეს.

ოზურგეთის №2 საჯარო   სკოლაში ნოდარ სურგულაძემ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის წარჩინებული მეათეკლასელები პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრა. პრეზიდენტის საჩუქარი იმ მოსწავლეებმა  მიიღეს, რომელთაც  2010-2011 სასწავლო წელს  საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს.

პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება და წელს პირველად, მოსწავლეები იმ პორტატული კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ, რომლებიც საქართველოში დამზადდა. ამიერიდან სამინისტრო ყველა წარმატებულ მოსწავლეს თუ სტუდენტს სწორედ  საქართველოში წარმოებული კომპიუტერებით წაახალისებს.

მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და  მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას.


სიბრიყვე დაავადებაა, რომელსაც არც ერთი წამალი არ შველის.

არაბული ანდაზა



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations