Loading


მოსწავლეებისთვის ახალი კომპიუტერული თამაში შეიქმნა


29.11.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ თბილისის №60 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი კომპიუტერული თამაში ”ხელოვნება” გააცნო. თამაში სკოლებში სასწავლო პროგრამის პარალელურად დაინერგება და მოსწავლეებს მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის შესწავლაში დაეხმარება.

ელექტრონულ თამაშში მოცემულია ინფორმაცია როგორც მხატვრებზე, ასევე  მსოფლიო არქიტექტურაზე. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ თანამედროვე ხელოვნების ორიგინალური ნამუშევრები დაათვალიერონ და მსოფლიოში მოღვაწე სახელგანთქმულ მხატვართა და მოქანდაკეთა ნამუშევრებს გაეცნონ; მიიღონ ინფორმაცია ხელოვნების სხვადასხვა სტილზე და მიმდინარეობაზე; ხელოვანთა ცხოვრებაზე და მათ შემოქმედებაზე; სახელმძღვანელოების პარალელურად, ამ მეთოდის გამოყენება მოზარდებისთვის სწავლის პროცესს მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

ახალი კომპიუტერული თამაში მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის მიხედვით უკვე მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და  ნასწავლის გადამოწმებაში შეუწყობს ხელს. ასაკის მიუხედავად, ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, ამ რესურსით მისთვის საჭირო და სასურველი ინფორმაცია მიიღოს.

თამაში ”ხელოვნება” ახალი მნიშვნელოვანი ინტერნეტრესურსია. ექსპერტებმა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ის მნიშვნელოვან სიახლედ აღიარეს.

ინტერაქტიული სწავლების შემოღება განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროს ინიციატივით, მსგავსი კომპიუტერული პროგრამები ყველა საგანში დაინერგება, რაც მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესს საინტერესოს და სახალისოს გახდის. ამ ეტაპზე სამინისტროს ინიციატივით უკვე შექმნილია 50-მდე საგანმანათლებლო თამაში, რომელიც ჩატვირთულია როგორც ნეტბუქებში, ასევე  საიტებზე: www.buki.ge; www.facebook.ge.    

ახალი თამაში ”ხელოვნება” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა (www. Facebook/Dimitri Sahskini) ჩატვირთული და სარგებლობა ყველა მსურველს შეუძლია.


სიბრიყვე დაავადებაა, რომელსაც არც ერთი წამალი არ შველის.

არაბული ანდაზა



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations