Loading


გამარჯვებული სკოლები დასაჩუქრდნენ


26.11.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამართული თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულ სკოლებს პორტატული კომპიუტერები გადასცა. ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და მასში სტუდენტები,  მოსწავლეები, მათი მშობლები, საქართველოში მცხოვრები ბოშები, დევნილები და რეპატრირებული მესხები მონაწილეობდნენ.

,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამას“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  2007 წლიდან წარმატებით ახორციელებს. პროგრამის მიზანი სხვადასხვა სოციალური ფენისა და წარმომავლობის მოზარდების დამეგობრება და მათი  საზოგადოებრივ საქმიანობებში ჩართვაა. დამეგობრება ხდება საჯარო სკოლებში რეგულარული კლუბების ამუშავებით (ხელგარჯილობა, სპორტი, სიმღერა, ცეკვა და ა.შ) და შეთავაზებული ერთობლივი აქტივობებით. ხოლო დამეგობრებული მოზარდების სათემო საქმიანობებში ჩართვა არის ბიძგი მათი  საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვისთვის.

პროგრამაში მონაწილეობენ ის საჯარო სკოლები, რომელთა თემში ცხოვრობს არაქართული მოსახლეობა, ბოშები, დევნილები, რეპატრირებული მესხები ან მდებარეობს ბავშვთა სახლები და სპეციალიზირებული პროფილის საჯარო სკოლები. პროგრამაში ასევე მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტები.

კონფერენციის პარალელურად, გაიმართა კონკურსი: ,,ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო აბა დღეს მე ვის რა ვარგე“. წლის განმავლობაში კლუბებში დამეგობრებული სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მოზარდებმა წარმოადგინეს მათ მიერ საჯარო სკოლების თანატოლებთან  ერთად განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ფოტოსტენდები.


სიბრიყვე დაავადებაა, რომელსაც არც ერთი წამალი არ შველის.

არაბული ანდაზა



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations