Loading


საქართველო გამოცდილებას ფიჯის რესპუბლიკას უზიარებს


01.02.2012

ფიჯის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა ფიჯის რესპუბლიკას საქართველოში წარმოებული 200 ნეტბუკი საჩუქრად  გადასცეს.

ფიჯის მხარემ საჩუქრისთვის საქართველოს მთავრობას ოფიციალური მადლობა გადაუხადა  და განაცხადა, რომ ეს საჩუქარი დროული იყო ფიჯისთვის, რადგან წელს დაიწყეს განათლების სისტემის რეფორმირება და ამ პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად არის მიჩნეული.

ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები გამართა ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ფიჯის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან. დელეგაციის წევრებმა აგრეთვე, მოინახულეს ფიჯის საჯარო სკოლები.

ფიჯის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებულ თითოეულ შეხვედრაზე მასპინძლები ინტერესდებოდნენ როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სფეროში არსებული მდგომარეობით ისე, მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებით. მათი განცხადებით, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებისაგან მიღებული ინფორმაცია ძალზე დიდ დახმარებას გაუწევს ფიჯის რესპუბლიკას განათლების რეფორმის განხორციელებაში.


ყველაზე დიდი რამ რაც მცირეში არის მოთავსებული, საღი გონებაა ადამიანის სხეულში.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations