Loading


მინისტრი აბიტურიენტთა Online რეგისტრაციას №72 სკოლაში დაესწრო


08.02.2012

08.02.2012 

აბიტურიენტთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამა წელს პირველად სრულად ამოქმედდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეთორმეტეკლასელთა Online რეგისტრაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №72 საჯარო სკოლაში დაესწრო.

2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებისათვის მონაწილეთა რეგისტრაცია  6 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით იწარმოებს, რეგისტრაციას აპლიკანტები მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაივლიან.

2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:

  • აბიტურიენტები მხოლოდ ელექტრონულად Online რეგისტრირდებიან;
  • მეორადი ჩარიცხვები უქმდება;
  • მეოთხე საგნად უმაღლეს სასწავლებლები მხოლოდ მაპროფილებელ საგნებს ირჩევენ;
  • სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაიზრდა.

2012 წელს აბიტურიენტს სახლიდან გაუსვლელად ონლაინ რეჟიმში  შეუძლია  ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად  დარეგისტრირდეს  და აირჩიოს მისთვის სასურველი ფაკულტეტები.  რეგისტრაციის დასრულებამდე აბიტურიენტს საკუთარ არჩევანში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა  ექნება.

შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტი თავიდანვე ოც სასურველ ფაკულტეტს აირჩევს. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველს უფართოვდება მისთვის სასურველი ფაკულტეტის არჩევანის არეალი, თუმცა მისი ჩარიცხვა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე მოხდება.  ამით  გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და ოქტომბრის ნაცვლად,  აგვისტოს ბოლომდე გახდება ცნობილი. ამდენად, 2012 წელი აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ნაკლებად სტრესული და უფრო კომფორტული იქნება.

2010 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ სამ საგანს, მეოთხე მაპროფირებელი საგანი დაემატა.

2012  წლიდან  სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მოსახვედრად  კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 10%-ით გაიზრდება და შესაბამისად 35% და 30% გახდება. 2011 წელს მინიმალური ბარიერი სამ საგანში  25%-ით,ხოლო უცხო ენაში 20%-ით განისაზღვრებოდა.


ყველაზე დიდი რამ რაც მცირეში არის მოთავსებული, საღი გონებაა ადამიანის სხეულში.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations