Loading


დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო


09.02.2012

დღეიდან საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული Online რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწყო და 9 მარტის ჩათვლით  გასტანს. ელექტრონული რეგისტრაცია პირველად გასულ წელს ჩატარდა. მიმდინარე წელსაც  რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ( www.tpdc.ge).

კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია. გამოცდა 2012 წლის აპრილში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, დირექტორობის მსურველი გაივლის ინდივიდუალურ ტესტირებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე, დაიშვებიან პირები, რომლებიც გადალახავენ ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით,  შესარჩევი კონკურსის მიზანია, გამოავლინოს პროფესიონალი კადრები, რომლებიც აკმაყოფილებენ დირექტორის სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებენ უზრუნველყონ საჯარო სკოლის უწყვეტი განვითარება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირება.


ცხოვრება მოკლეა, ხელოვნებაა დღეგრძელი.

ლათინური გამონათქვამი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations