Loading


თანამშრომლობის მემორანდუმი 34 სკოლასთან


10.02.2012

”კავკასიის უნივერსიტეტმა” 34 საჯარო და კერძო სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სკოლის პედაგოგთა სასერტიფიკატო კურსების (უცხო ენებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და მათემატიკაში) ორგანიზებას და დაეხმარება სკოლებს ვებგვერდების შექმნასა თუ სრულყოფაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობა ასევე მოიცავს სკოლის მოსწავლეებისათვის ლექცია-სემინარების, მასტერკლასების, კონფერენციებისა და ოლიმპიადების გამართვას, სხვადასხვა ტიპის კლუბების ჩამოყალიბებას, კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრანტების მიერ მოსწავლეებისათვის ”სამართლის პრაქტიკული კურსის” სწავლებას, ”იმიტირებული სასამართლო პროცესების” მომზადებას, ერთობლივი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობას, ”საზაფხულო სკოლებში” მოსწავლეთა ჩართულობას, სასკოლო და საუნივერსიტეტო თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობას და ა.შ.

”კავკასიის უნივერსიტეტი” 2005 წელს, ”კავკასიის ბიზნესის სკოლის” ბაზაზე დაფუძნდა. ”ბიზნესის სკოლის” გარდა, ის ამჟამად კიდევ ექვს - სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ტურიზმის სკოლებს აერთიანებს.

 

 


ენას ძვალი არა აქვს.

ბერძნული ანდაზა



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations