Loading


მასწავლებლებმა ტრენინგი დიდ ბრიტანეთში გაიარეს


10.02.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ინგლისური ენის მასწავლებლებმა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ინგლისში გაიარეს.

ორი კვირის განმავლობაში მასწავლებლებთან თითოეული მიმართულების მიხედვით სხვადასხვა პედაგოგი მუშაობდა. მასწავლებლები გადამზადებას გადიოდნენ ენის სწავლების მეთოდებში, გრამატიკასა და წარმოთქმაში, სხვადასხვა სირთულის ტესტებზე მუშაობასა და დიალოგების წარმართვაში. თითოეული ლექციის შემდეგ კი, ისინი აღნიშნულ საკითხებზე პრეზენტაციებს აწყობდნენ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ინგლისში, ქალაქ ნოთინგჰემში სულ ინგლისური ენის 19 მასწავლებელი გაემგზავრა. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს ისინი New College Nottingham-ში გადიოდნენ. თითოეულმა მათგანმა ტრენინგის დასრულების შემდეგ, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი აიღო.

მასწავლებლები, რომლებმაც გადამზადება ინგლისში გაიარეს ტრენინგებს თბილისში ჩაატარებენ და საკუთარ გამოცდილებას დანარჩენ კოლეგებს გაუზიარებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი New College Nottingham-თან უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს. მასწავლებლების შერჩევა ტრენინგებზე აქტიურობისა და საგაკვეთილო პროცესში მიღწეული წარმატებების მიხედვით ხდება. მათი გაგზავნა დიდ ბრიტანეთში მომავალშიც განხორციელდება.



ენას ძვალი არა აქვს.

ბერძნული ანდაზა



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations