Loading


ინგლისურენოვან მოხალისე პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა


16.02.2012

პროგრამის ”ასწავლე და  ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. მოხალისეები არიან დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან,  სამხრეთ აფრიკიდან, ავსტრალიიდან.  
მოხალისე პედაგოგთა ახალი ჯგუფი ტრადიციულ ტრენინგს გაივლის და აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთისა და სამეგრელოს საჯარო სკოლებში გადანაწილდება. პროექტის ფარგლებში ჩამოსული უცხოელი მასწავლებლები სპეციალურად ამ პროგრამისთვის არიან შერჩეულნი, მათ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და  დიდი სურვილი, ჩაერთონ ანალოგიურ  ქართულ პროექტში.
პროექტი ,,ასწავლე  და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ უკვე მეორე წელია წარმატებით ხორციელდება. ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად ასწავლიან.
წლის ბოლომდე საქართველოში 1500 მოხალისე პედაგოგის ჩამოყვანა იგეგმება.


სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations