Loading


ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ეროვნულ გამოცდებზე


17.02.2012

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების წახალისებას გულისხმობს  გრძელდება. 

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით ისარგებლებენ - ისინი  მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე (აზერბაიჯანულად და სომხურად) ჩააბარებენ  და  მოსამზადებელ ფაკულტეტებზე ჩაირიცხებიან.   ერთი წლის განმავლობაში ეს სტუდენტები ინტენსიურად ქართულ ენას შეისწავლიან და შემდეგ წელს სასურველ ფაკულტეტზე, უკვე უმაღლესი განათლების მისაღებად გააგრძელებენ სწავლას. 

მეთორმეტეკლასელი აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეების რეგისტრაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №64 საჯარო სკოლაში დაესწრო.

პროგრამა გასულ წელს სრულფასოვნად ამოქმედდა და მის ფარგლებში 300-მდე სტუდენტმა მხოლოდ ზოგადი უნარები მშობლიურ ენაზე ჩააბარა. 2011-2012 სასწავლო წლიდან ეს სტუდენტები უკვე აკადემიურ პროგრამებზე სასურველ ფაკულტეტებზე აგრძელებენ სწავლას. 2010 წელს ამ პროგრამით მხოლოდ სამმა აბიტურიენტმა ისარგებლა. 

ახალი პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტები დაფინანსებას ზოგად უნარებში აღებული ქულების მიხედვით იღებენ და ეს დაფინანება აკადემიურ პროგრამებზეც მიჰყვებათ.

უმაღლესი განათლების მიღების წახალისების პროგრამა ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთა   სრულყოფილი განათლებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. სახელმწიფო ენის ცოდნა და ამ ენაზე უმაღლესი განათლების მიღება ბევრად უმარტივებს არაქართულენოვან მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში წარმატებული კარიერის შექმნას. ამ ფაქტზე ისიც მეტყველებს, რომ ყოველდღიურად იზრდება მომავალი თაობის ინტერესი დაეუფლონ სახელმწიფო ენას და ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენაზე ჩააბარონ.


სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations