Loading


სამინისტროს საჩუქარი სოციალურად დაუცველ მოსწავლეს


18.02.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა პერსონალური კომპიუტერი აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეს შორენა გიგაშვილს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.

შორენა გიგაშვილი დედობილთან ანა ბურდულთან ერთად უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. 36 წლის ანა ბურდული სასულიერო აკადემიაში ანთროპოლოგიას კითხულობს. წლების წინ, როდესაც იგი ერთ-ერთ ბავშვთა სახლში მოწყალების დად მუშაობდა  პატარა ობოლ გოგონას დაუმეგობრდა, რომელიც შემდგომში იმერეთში, თერჯოლის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. ქალბატონი ანა წლების განმავლობაში აკითხავდა გოგონას ბავშვთა სახლში, 6 წლის წინ კი, მან გოგონა, თბილისში, თავის სახლში წამოიყვანა და დღემდე  ერთად ცხოვრობენ.

უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად ანა არ ტოვებს თავის შვილობილს და არ აკლებს მას დედურ სითბოს და სიყვარულს. ნაშვილები გოგონა უნარშეზღუდულია, რაც მასზე მზრუნველობის და ყურადღების საჭიროებას აორმაგებს.

ანა ბურდულისა და მისი შვილობილის ისტორია სამინისტროსათვის ცნობილი ტელეკომპანია იმედის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან გახდა. სამინისტრო მომავალშიც დაინტერესდება შორენას სწავლასთან დაკავშირებული პრობლემებით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.


სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations