Loading


აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილები ნეთბუკებით დასაჩუქრდნენ


24.02.2012

”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს უმასპინძლა.  მინისტრის  მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ  მე-2, მე-3 კლასელ წარჩინებულ 20 მოსწავლეს საჩუქრად ნეთბუკები გადასცა. კომპიუტერებში სასწავლო-შემეცნებითი პროგრამებია ჩატვირთული, რაც მათ სწავლაში და თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლებაში დაეხმარებათ.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ აქტივობებს შორის ამ მოსწავლეთა წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რუსეთთან ომში დაღუპული გმირების შვილებს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ თანადგომა და სიყვარული, მათ ხომ საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული აგრესიის მძიმე შედეგები.


ცხოვრება მოკლეა, ხელოვნებაა დღეგრძელი.

ლათინური გამონათქვამი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations