Loading


ამოქმედდა ელექტრონული გაზეთი mascavlebeli.ge


01.03.2012

განათლებისა და მეცნერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პირველად საქართველოში ახალი ელექტრონული საგანმანათლებლო გაზეთი შექმნა. mascavlebeli.ge-ს პრეზენტაცია დღეს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ახალი საგანმანათლებლო პორტალი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წარუდგინა.  პრეზენტაციას მინისტრთან ერთად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც ესწრებოდა. 

ონლაინ გაზეთი სკოლების მასწავლებლებს, დირექტორებს, მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს განათლების  სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მრავალფეროვან ინფორმაციას მიაწვდის. mascavlebeli.ge-ზე განთავსდება აუდიო და ვიდეო გაკვეთილები, მასწავლებლების დამხმარე სახელმძღვანელოები, საგაკვეთილო პროცესის ინოვაციურად წარმართვის მეთოდები, პროფესიონალების რჩევები, ბლოგები კითხვების დასმა და პასუხები ონლაინ რეჟიმში  და სხვა. 

გაზეთის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცის გაზრდისა და ამ პროფესიის რეგულირების გზაზე, მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესში, ინფორმაციის დროული, საჯარო გზით მიწოდება,  განათლების სისტემის ახალი მიზნებისა და სტრატეგიების  გაცნობა და მასში საზოგადოების ჩართულობა.

ონლაინ გაზეთის პრეზენტაციას თბილისისა და სხვადასხვა რეგიონების კოლების მასწავლებლები, დირექტორები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


ცხოვრება მოკლეა, ხელოვნებაა დღეგრძელი.

ლათინური გამონათქვამი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations