Loading


„ბლოგერთა სახლის“ პრეზენტაცია


07.04.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ვებ-გვერდისwww.blogger.ge-ს პრეზენტაცია გამართა. ვებ-გვერდი სამინისტროს ახალი პროექტის „ბლოგერთა სახლის“ კონცეფციის ნაწილია, რომლის მთავარ მიზანს საქართველოში ინტერნეტისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის გაზრდა წარმოადგენს.

დღეს მასწავლებლის სახლში გამართულ პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად ბლოგერებიც დაესწრნენ.

პროექტი საკუთარ თავში დაინტერესებული პირების არა მხოლოდ ვირტუალურ ურთიერთობას, არამედ ამ ადამიანებს შორის რეალურ შეხვედრა-დისკუსიებსაც მოიცავს.

„ბლოგერთა სახლი“ მრავალფუნქციური ვებ-გვერდის საშუალებით ინტერნეტ-მომხმარებელს სთავაზობს ვიდეო-დისკუსიებს, ფორუმს, ბლოგერთა კლუბს და უახლოეს ამბებს მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

მასწავლებლის სახლში პერიოდულად მოეწყობა შეხვედრები და დისკუსიები, რაც ვებ-გვერდზე პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადაიცემა, შემდგომ ისინი დაარქივდება და ვიდეოს სახით ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება უყუროს მისთვის საინტერესო გამოსვლასა თუ დისკუსიას.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გახდეს „ბლოგერთა სახლის“ კლუბის წევრი. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება.

აღნიშნული პროექტით დამწყებ ბლოგერებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბლოგის სპეციფიკას, გამოცდილი ბლოგერების პოსტებს, რაც მათ ხელს შეუწყობს უკეთ აითვისონ სოციალური მედიის ყველა კომპონენტი.

დღეისათვის www.blogger.ge უკვე 50 ბლოგერის 150-მდე პოსტს მოიცავს.


ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები თავიდან იცილებენ მათ.

ალბერტ აინშტაინი



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations