Loading


ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტ უსაფრთხოება


00.00.0000



არასოდეს:

  გასცე პერსონალური ინფორმაცია სხვადასხვა ვებ-გვერდებზე დარეგისტრირებისას -ტელეფონის ნომრები, შენი სკოლისა და სახლის მისამართები, მშობლების სამუშაო ადგილი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

   დათანხმდე შეხვედრაზე ონლაინ გაცნობილ ადამიანს მანამ, სანამ ამის შესახებ მშობელს ან შენთვის სანდო უფროს ადამიანს არ გააგებინებ. თუ მაინც გადაწყვეტ ონლაინ გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას, ეს მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უფროსი ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს.

  დადო ინტერნეტში შენი ან შენი მეგობრების გამომწვევი ფოტოები. ეს მხოლოდ “ინტერნეტმოძალადეების” ყურადღებას მიიპყრობს.

  უპასუხო მესიჯებს, რომლებიც შეურაცხმყოფელია ან დისკომფორტს გიქმნის. ეს შენი ბრალი არ არის. მაშინვე მოუყევი ამის
შესახებ მშობლებს ან სანდო უფროს ადამიანს, რათა მათ აღნიშნულის შესახებ სერვის პროვაიდერთან დაკავშირება შეძლონ.

 არავის უთხრა ინტერნეტის კოდური სიტყვა (“პაროლი”) შენი მშობლების გარდა

მობილური ტელეფონები და  ინტერნეტით დაშინება/მუქარა

 დღესდღეობით მობილური ტელეფონი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მობილური ტელეფონით ჩვენ ვუკავშირდებით ადამიანებს, ვიყენებთ კამერას, რადიოს, კომპიუტერს და სხვ. ეს საშუალებები ძალიან სასარგებლოა, მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება მათი ბოროტი განზრახვით გამოყენება.

დამშინებლებმა და ინტერნეტ-მოძალადეებმა
შეიძლება მობილური გამოიყენონ შემდეგი
მიზნებისთვის: 

   გადაგიღონ ფოტო, როდესაც ამას არ ელი! შემდეგ უკვე შენი დაშინებისა და შეურაცხყოფის მიზნით ფოტო ინტერნეტში
განათავსონ.

   ნებისმიერ დროს დაგიკავშირდნენ ტელეფონზე ან მოგწერონ შეურაცხმყოფელი ან მუქარის
შემცველი მესიჯები.

  გამოგიგზავნონ შეურაცხმყოფელი ფოტოები ან ვიდეოები შენს მობილურზე.

  გაავრცელონ შენი ტელეფონის ნომერი სხვადასხვა ადამიანთან ან ვებ-გვერდებზე.

 დაიცავი თავი მობილურით დაშინებისგან!

   იყავი ფრთხილად და იფიქრე, თუ ვისთან შეიძლება ტელეფონის ნომრისა და ფოტოების გაზიარება. ფოტო შეიძლება გადაგზავნილ იქნეს ნებისმიერ ადამიანთან, რამაც შეიძლება პრობლემები შეგიქმნას.


  მოერიდე მობილურით შეურაცხმყოფელი მესიჯის უკან დაბრუნებას. ამით შენ კიდევ უფრო წაახალისებ მობილურით დაშინებას.

  დაბლოკე იმ ადამიანების ნომრები, რომელთანაც არ გსურს გააგრძელო კონტაქტი.

  შეინახე შეურაცხმყოფელი მესიჯები (დროისა და თარიღის მითითებით), როგორც შენი შეურაცხყოფის დამადასტურებელი სამხილი.


  აჩვენე შეურაცხმყოფელი მესიჯები შენთვის სანდო უფროს ადამიანებს. მათ შეუძლიათ ჩანაწერების სამხილად გამოყენება და
შესაბამისი უფლებამოსილი პირებისათვის აღნიშნულის შესახებ შეტყობინება.

იყავი მობილური ტელეფონის კარგი  მომხმარებელი (“მოქალაქე”): 

  ყურადღებით შეარჩიე სიტყვები. ელექტრონული წერილის მსგავსად, მესიჯის დიდი ასოებით მიწერა რეალურ ცხოვრებაში
ყვირილის ტოლფასია.

  ყურადღებით იყავი სხვა (განსაკუთრებით უცნობი) ადამიანების ფოტოების გამოყენებისას. დარწმუნდი, რომ ისინი
თანახმა არიან გამოჩნდნენ ფოტოზე.

  გააგზავნე მხოლოდ ისეთი მესიჯები, რომლის მიღება შენც გაგიხარდებოდა. ინტერნეტი ინფორმაციის მიღების საინტერესო
და სახალისო სამყაროა, რომელსაც, თავის მხრივ, ახლავს ფარული საფრთხეები. ეს რჩევებიდაგეხმარება, უსაფრთხოდ გამოიყენო საოცარი და ინფორმაციული ინტერნეტსივრცე!...

ყოველთვის:

 იყავი ფრთხილი და იფიქრე, თუ ვის უგზავნი ფოტოს. შეიძლება ვინმემ შენი ფოტო არასწორი მიზნებისთვის ან ბოროტად
გამოიყენოს.

 უთხარი შენს მშობელს ან შენთვის სანდო უფროს ადამიანს, თუ ისეთ ინფორმაციას  წააწყდები, რაც დისკომფორტს გიქმნის.

 დაეკითხე შენს მასწავლებელს ან მშობელს, სანამ რაიმე პროგრამას გადმოიწერ, დააინსტალირებ ან გააკეთებ ისეთ რამეს,
რამაც შეიძლება დააზიანოს შენი კომპიუტერი და საფრთხე შეუქმნას შენი ოჯახის პირად ინფორმაციას.

 სოციალური ქსელის სწრაფ მესინჯერში (IM) დარეგისტრირებისას დააყენე ისეთი პარამეტრები, რომელიც შენს გვერდს “პირადს” გახდის.

 იყავი ონლაინსივრცის კარგი “მოქალაქე”. არასდროს გააკეთო ისეთ რამ, რაც სხვა ადამიანს ზიანს მიაყენებს ან კანონსაწინააღმდეგო იქნება.


 დაეხმარე შენს მშობლებს, გაიგონ, თუ როგორ გამოიყენონ ინტერნეტი შემეცნებისა და გართობის მიზნით. მიაწოდე მშობლებს
ინფორმაცია ინტერნეტის, კომპიუტერისა და სხვა ტექნოლოგიების შესახებ.

 დაბლოკე ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც არ გსურს საუბარი. თუ არ იცი, როგორ გააკეთო ეს, ჰკითხე მასწავლებელს, მშობელს ან სანდო მეგობარს.


დაიცავი ოჯახის წესები.

 

 ინტერნეტში დაშინების ან ძალადობის შემთხვევაში მიმართეთ
World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის ოფიცერს.
ტელეფონი: (+995 32) 2 15 75 15
ელ. ფოსტის მისამართი: cpGeorgia@wvi.org

 

 

უსაფრთხო ინტერნეტის დღე 2012
ერთად აღმოვაჩინოთ ვირტუალური სამყარო…უსაფრთხოდ!
2012 წლის 7 თებერვალი

თაობების დაკავშირება - “ერთად აღმოვაჩინოთ ვირტუალური სამყარო… უსაფრთხოდ!” 

წლევანდელი თემა ონლაინ სამყაროზე წვდომას განიხილავს ყველა თაობის თუ კულტურის წარმომადგენლისთვის და ოჯახებს მხარს უჭერს, რომ ერთად იმუშაონ ონლაინ უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. იმის მიუხედავად, თქვენ 5, 40 თუ 75 წლის ხართ, ან ინტერნეტს თვეში ერთხელ იყენებთ თუ დღეში რამდენჯერმე - ყოველ თქვენთაგანს რაღაც განსხვავებულის მოტანა შეუძლია საერთო მაგიდასთან, რაც ინტერნეტთან დაკავშირებულ ჩვენს გამოცდილებებს უფრო წარმოაჩენს და დაგვანახებს, თუ როგორ გვესმის ონლაინ კომპეტენციები და უსაფრთხოება. ყველა ჩვენთაგანმა გარკვეული როლი უნდა ითამაშოს იმისთვის, რომ ყველა ბავშვმა ინტერნეტით უსაფრთხოდ ისარგებლოს.

დღეს ჩვენი რეალური და ვირტუალური სამყაროები  მჭიდროდაა დაკავშირებული: ერთის მხრივ, ოჯახებივებკამერით ურთიერთობენ საზღვარგარეთ მყოფ ნათესავებსა და მეგობრებთან, მეორეს მხრივ კი ბავშვები ონლაინ აკეთებენ ხოლმე თავიანთ საშინაო დავალებას. ვირტუალური სამყარო უნიკალური ასპარეზია, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ერთად და ერთმანეთისგან ისწავლოს, განსაკუთრებით კი ონლაინ უსაფრთხოების შესახებ. ტექნიკურ საკითხებში გარკვეულ ახალგაზრდებს შეუძლიათ უფროსებს ასწავლონ, თუ როგორ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები, ხოლო ბებია-ბაბუებს შეუძლიათ თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე ახალგაზრდა თაობას ურჩიონ, თუ როგორ შეინარჩუნონ უსაფრთხოება ონლაინ, როცა ისინი ერთად აღმოაჩენენ ციფრულ სამყაროს.

უსაფრთხო ინტერნეტის დღე (SID) ორგანიზებულია “ინსეიფ” ქსელის მიერ (www.saferinternetday. org/web/guest/members) ყოველ თებერვალს, რათა მხარი დაუჭიროს ონლაინ ტექნოლოგიის და მობილური ინტერნეტის უსაფრთხო და უფრო დიდი პასუხისმგებლობით გამოყენებას, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის მთელს მსოფლიოში. ყოველწლიურად ასობით ღონისძიება ეწყობა ონლაინ უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად.

 ინსეიფი, “უსაფრთხო ინტერნეტის პროგრამაში” შექმნილი ქსელი!

1999 წელს, ევროკომისიამ “უსაფრთხო ინტერნეტის პროგრამა” შეიმუშავა, რომლის მიზანი იყო ბავშვების და ახალგაზრდების მიერ ინტერნეტის უსაფრთხო და უფრო მეტი პასუხისმგებლობით სარგებლობის მხარდაჭერა, ასევე მათი დაცვა არალეგალური და საზიანო შინაარისა და ქცევისგან ინტერნეტში. პროგრამებს “ინფორმაციის, საზოგადოების და მედიის გენერალური სამდივნო” მართავს და ხაზს უსვამს არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამართალდამცავი ორგანოების, ინდუსტრიის და ოჯახების საზიარო პასუხისმგებლობას ონლაინ უსაფრთხოების ინიციატივებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით.

  

 

   


სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations