Loading


კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება


02.05.2012

Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების  კონკურსში ”Imagine Cup” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, USAID-ს მისიის ხელმძღვანელმა  საქართველოში სტივენ ჰაიკინმა, მაიქროსოფთ საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს. პირველ ადგილზე გასული გუნდი „Greenbytes“ 2012 წლის 6-10 ივლისს  ავსტრალიაში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება, სადაც წარმატების შემთხვევაში,  25 000 დოლარს პრიზის სახით მიიღებს. საპრიზო ადგილზე გასულმა გუნდებმა ფასიანი პრიზები კომპანია „ალგორითმისაგანაც” მიიღეს.

პროექტი  საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების, მათ შორის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო დარგის, კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება. კონკურსში ”Imagine Cup” საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. კონკურსის თემა იყო სამყარო, სადაც ტექნოლოგია  მსოფლიოს აქტუალური პრობლემების მოგვარების პროცესშია ჩართული. გამარჯვებული გუნდის მიერ წარმოდგენილი პროექტი ქალაქის დასუფთავების პროცესის გაუმჯობესებას ეხებოდა.

”Imagine Cup”-ში მონაწილეობა 16 წლის ზემოთ ნებისმიერ სტუდენტს ან მოსწავლეს შეეძლო. რეგიონალური ფინალი 28 აპრილს გაიმართა და მასში 10 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორები „მაიქროსოფთ საქართველო“ და სამინისტროს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ არიან. მხარდამჭერებს შორისაა ასევე  ”სინგულარ ჯგუფი”, ”ალგორითმი” და USAID-ის პროექტი ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა, რომელიც გამარჯვებული გუნდის ავსტრალიაში გამგზავრებას უზრუნველყოფს.


ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

არისტოტელე



23.11.2020

თამაში ქიმიაში, პერიოდული სისტემა

ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა

02.10.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

30.09.2020

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

იხილეთ ყველა

საავტორო უფლებები დაცულია , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , 2010
Developed by ITNovations